3 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მამას, უვადო პატიმრობა მიესაჯა - ვიდეო

15:52 06-27-2019
802

მამას, რომელიც მისი სამი წლის შვილის მკვლელობაშია ბრალდებული, მას შემდეგ, რაც დანაშაული აღიარა, თავისუფლების აღკვეთა - უვადო პატიმრობა მიესაჯა.

width=600

„bbc“ ის ინფორმაციით ამერიკულმა მედიამ განაცხადა, რომ განაჩენი მას შემდეგ გამოუტანეს, რაც უესლი მეთიუმ აღიარებითი ჩვენება მისცა, „ბავშვის ზიანის მიყენებაზე, უარის თქმის გამო.

შერინ მეთიუ 2017 წლის ოქტომბერში, ტეხასში, საკუთარი საცხოვრებელი  სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა - მასზე განხორციელდა ძებნის ოპერაცია, მაგრამ უშედეგოდ. 

მეთიუმ თავდაპირველად განაცხადა, რომ გოგონა მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც მან დასაჯა და ქუჩაში გააგდო, რადგან მის მიერ შეთავაზებული რძიე არ დალია.

width=600

 

გოგონას სხეული, ორი კვირის შემდეგ კანალიზაციის შესასვლელთან იპოვნეს, რაზეც მან განაცხადა, რომ გოგონა უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. 

პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიების დროს, რამდენჯერმე შეიცვალა მოვლენები.

მეთიუს მოწმემ განაცხადა, რომ შერინს, შემთხვევით რძე გადასცდა და გაგუდვის შედეგად გარდაიცვალა. 

მაგრამ პროკურორმა შერე ტომასმა განაცხადა, რომ სამედიცინო ჩანაწერები აჩვენებს, რომ სამი წლის ასაკში მყოფი ბავშვი შეუძლებელია, რძის გადაცდენის გამო,  გაგუდვის შედეგად დაღუპულიყო“. 

მან ასევე დაამატა, რომ შერინი, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა,  მეთიუმ, ჯერ კიდევ  2016 წელს ინდოეთიდან ჩამოიყვანა და შვილად აიყვანა. 

ეს ნიშნავს, რომ მან მოკლა ეს პატარა გოგონა და როდესაც ის გარდაიცვალა, მას შეეშინდა და თავისი დანაშაული დაფარა. გოგონა მას ხელებში ჩააკვდა - განაცხადა ქალბატონმა ტომასმა, ადგილობრივ ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში.  

ადვოკატი ამტკიცებდა, რომ მეთიუ კარგი მამა იყო, რომელიც შეშინდა, როდესაც შერინი გაიგუდა და დახმარება არ მოითხოვა. მან განაჩენს სასტიკი და უჩვეულო სასჯელი უწოდა.

მის მეუღლეს, სინი მეთიუსაც, რამდენიმე ხნის წინ, ბავშვის დატოვების ბრალდება ჰქონდა წაყენებული, მაგრამ მტკიცებულების არარსებობის გამო, მისი საქმე ამ წლის დასაწყისში დაიხურა. 

ნოემბერში, პედიატრმა დაადასტურა, რომ მარტში ის დაუკავშირდა ბავშვთა დაცვის სამსახურს, ბავშვის ძვლის მოტეხილობის პრობლემებთან დაკავშირებით, რაც მან სამი წლის შერინში აღმოაჩინა.

ინდოეთის მთავრობამ, მეთიუს შვილად აყვანის სტატუსი ოფიციალურად შეუჩერა და წყვილი დაუდევრობაში დაადანაშაულა.

ქვეყანამ, შვილად აყვანის პროცესები გააძლიერა.

ავტორი: რუსა ღვანიძე