„აღარ მინდა - უკვე საკმარისია“ - დონალდ ტრამპის პირველი ცოლი ივანა მეუღლეს გაეყარა

17:31 06-27-2019
384

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყოფილი მეუღლე, კვლავ მარტოა.

width=600

პორტალ „Page Six“-თან ინტერვიუში, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყოფილმა მეუღლემ და სამი შვილის დედამ 70 წლის ივანა ტრამპმა განაცხადა, რომ ის თავის მეუღლეს დაშორდა.

width=600

ივანა, იტალიელ მსახიობ როსანო რუბიკონდისთან, რომელიც მასზე 23 წელით უმცროსია, 15 წელზე მეტია ქორწინებაშია. 2008 წელს, წყვილი მარ-ა-ლაგოში დაქორწინდა - საქორწილო ცერემონიაზე 3 მილიონი დოლარი დახარჯა, ხოლო ერთი წლის შემდეგ, შეყვარებულები ერთმანეთს დაშორდნენ.

width=600

რამდენიმე წლის შემდეგ, მათ ურთიერთობის განახლება გადაწყვიტეს, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ მათი ურთიერთობა კვლავ დასრულდა.

width=600

„თავისუფალი ქალი ვარ. მაქვს შესაძლებლობა, ვიცხოვრო როგორც მსურს და ვისთანაც მსურს. შემიძლია, იმ სტილით ვიცხოვრო, როგორი სურვილიც მაქვს“ - განაცხადა ინტერვიუში.

width=600

„ჩვენი გზები უბრალოდ გაიყო. როსონო, მეტ დროს იტალიაში ატარებს და მე, ამ დროს ნიუ-იორკში, მაიამასა და სენ-ტროპესში ვარ. მან უნდა იმუშაოს და ამის გამო, ჩემთან ვერ იქნება. დაშორებული წყვილის ურთიერთობებს, მანძილი ხელს არ უშლის. ჩვენ, მშვიდობიანად დავშორდით“ - აცხადებს ივანა.

width=600

მედიის ცნობით, განქორწინებამდე რამდენიმე ხნით ადრე, ივანამ ნიუ-იორკში პიცერიის - „Rossano to Go“-ს გახსნა დაგეგმა. მაგრამ ცხადია, ეს პროექტი არ განხორციელდა.

როსანო რუბიკონდი - ივანას მეოთხე ქმარი იყო, ავსტრიის აგენტის ალფრედ ვინკლელემერის, დონალდ ტრამპის და ბიზნესმენ რიკარდო მაცუკელის შემდეგ.

width=600

 „აღარ მინდა ქორწინება - უკვე საკმარისია. მყავს სამი შვილი და შვილიშვილები. მსურს, თავისუფალი ადამიანი ვიყო. არც ის მინდა, რომ ვინმეს ვხვდებოდე - საკმარისად ბევრი მამაკაცი მყავს,

width=600

ვისთან ერთადაც ვისადილებ, წინ წარმოუდგენელი ზაფხულის სეზონი მელის“ - ივანმა, ზაფხულის დარჩენილი თვეების გეგმებზე ისაუბრა.

 

ავტორი: რუსა ღვანიძე