4 წლის ბავშვი, რომელსაც სასულეში ყურძნის მარცვალი გადაცდა, კრიტიკულ მდგომარეობაშია

13:40 06-28-2019
21099

ისრაელის ქალაქ ნეტთანიაში ტრაგედია დატრიალდა - 4 წლის გოგონამ საბავშვო ბაღში ყურძენი მიირთვა, მარცვალი საყლაპავ მილში გაეჭედა, რაც მისი მოგუდვის მიზეზი გახდა. გოგონა, ჯერ კიდევ კრიტიკულ მდგომარეობაშია - ექიმები, კვლავ იბრძვიან ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად.

width=600

საინფორმაციო სააგენტო „vesty“-ის ინფორმაციით ტრაგედია, რამდენიმე დღის წინ მოხდა. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა, ბავშვის სასულედან ყურძნის მარცვლის ამოღება მოახერხა. მას შემდეგ, რაც გოგონას პულსაცია აღუდგა კლინიკაში, უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს.

width=600

მივიღეთ შეტყობინება გოგონასთან დაკავშირებით, რომელიც საბავშვო ბაღში შეუძლოდ გახდა. გვითხრეს, რომ ბაღის თანამშრომლები, ხელოვნური სუნთქვის შედეგად გოგონას გადარჩენისთვის იბრძოდნენ. მათ მოახერხეს, ყელიდან უცხო სხეულის ამოღება. რამდენიმე წუთში, ჩვენ უკვე ადგილზე გავჩნდით -  გოგონას  პულსი არ ესინჯებოდა, იატაკზე უსულოდ ეგდო და ირგვლივ, ყურძნის მარცვლები იყო მიმოფანტული. დაუყოვნებლივ დავიწყეთ ხელოვნური სუნთქვის ჩატარება და მივხვდით, რომ ყოველი წუთი მნიშვნელოვანი იყო. სპეციალური სამედიცინო აპარატურის გამოყენებით, ყელიდან ყურძნის მარცვალი ამოვიღეთ, რამდენიმე წამის შემდეგ, ბავშვს გულის ცემა კვლავ დაუბრუნდა და სუნთქვა დაიწყო. გოგონა საავადმყოფოში გადავიყვანეთ, მაგრამ მდგომარეობა ჯერ კიდევ კრიტიკულია, - განაცხადა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა იოავ ლეიბოვიჩმა. 

„ბეტერის“ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო ათწლეულის მანძილზე (2008-2019 წწ.) ისრაელში 107 ბავშვი გარდაიცვალა, რაც ტრაქეაში მოხვედრილი საკვების შედეგად იყო გამოწვეული.

width=600

სიკვდილიანობა, უმეტესად(81%) 0-4 წლის ასაკის ბავშვებშია -აქედან  ინციდენტების 63% კი, სახლში ან ეზოში ხდება.

რატომ ემართებათ ეს ბავშვებს? - 5 წლამდე ასაკის ბავშვები - ამ სახით გარდაცვალების მთავარი რისკ ჯგუფია.

არსებობს რამდენიმე მიზეზი: უპირველეს ყოვლისა, მათ სასუნთქი გზები უფრო ვიწრო აქვთ, ვიდრე მოზრდილებს, ამიტომ საკვები ადვილად ხვდება საყლაპავის ნაცვლად ტრაქეაში.

გარდა ამისა, ჩვილის კბილებს მყარი ფესვები არ აქვთ, რომ საკვები კარგად გადაამუშაოს, რაც საკვები ნივთიერების საყლაპავ მილში მოხვედრის რისკს, საგრძნობლად ზრდის.

და ბოლოს, ბავშვებს ხველის რეფლექსი, რომელიც ეხმარება სასუნთქი გზებიდან უცხო სხეულის გარეთ დამოდევნას, არ აქვთ კარგად განვითარებული.

რა სახის საკვები პროდუქტებია გაცილებით საშიში?

ბავშვის მშობლებს და აღმზრდელებს უნდა გვახსოვდეს, რომ მაგალითად სოსისი, მრგვალი ფორმის გამო, ბავშვებისათვის სახიფათო საკვებია. თუ ჩვენ მივცემთ, მაშინ აუცილებლად დაჭრილი ფორმით.

ასევე, აუცილებელია დაჭრილი სახით მივცეთ, ნებისმიერი სახის, მრგვალი ფორმის პროდუქტები - განსაკუთრებით ბალი, პომიდორი, ყურძენი და სხვა.

შეგახსენებთ, რომ უცხო სხეული სასუნთქ გზებში შეიძლება მოხვდეს სიცილის, დაცემინების, უეცარი წამოყვირების წინ უნებლიე ღრმა ჩასუნთქვისას, როცა ხორხის შესავალი ღიაა. იგი ჰაერის ნაკადის საშუალებით წარიტაცება ბრონქში და, ჩვეულებრივ, ჩერდება იმ დონეზე, სადაც ბრონქის დიამეტრი მისი ზომის ტოლია. სასუნთქ გზებში შეიძლება მოხვდეს სხვადასხვა სხეული, ლურსმნით, ნემსითა და მზესუმზირას მარცვლებით დაწყებული, ცოცხალი ორგანიზმებით (ბუზი, კრაზანა, ჭია, წურბელა) დამთავრებული. განსაკუთრებით ხშირია, უცხო სხეულის სასუნთქ გზებში მოხვედრა  - 2-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში. უმეტესად, ესენია მცირე ზომის საგნები, რომლებითაც ბავშვები თამაშობენ.