ანჯელინა ჯოლის, ტეილორ შერიდანის ახალ დრამაში - „ისინი, ვისაც ჩემი სიკვდილი სურს“(Those Who Wish Me Dead) იღებენ.
თრილერი, რომელიც დაფუძნებულია წიგნზე, 14 წლის ჯეისი უილსონის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც სასტიკი მკვლელობის მოწმე გახდა. პოლიციამ გადაწყვიტა, ერთადერთი მოწმე, სპეციალურ ბანაკში გაეგზავნა ველური ბუნებაში გადარჩენისთვის.
მაგრამ მკვლელები - ძმები ბლეკუელები, არ აპირებენ უმოქმედოდ ყოფნას და გადაწყვიტეს ჯეიმსის კვალს გაყვნენ.
მეთოდურად კლავენ ყველას, ვინც მათ გზას გადაუღობავს. მათი შეჩერება მხოლოდ გადარჩენის მიზნით ბანაკისკენ მიმავალ სპეციალისტებს შეუძლიათ.
ფილმის შესახებ:
ტეილორ შერიდანმა, წიგნის ორიგინალი წყარო გამოიყენა და სიუჟეტში დაამატა მონტანის ტყეში განვითარებული ხანძარი, რომლის ფონზეც მიმდინარეობს დევნა.
თრილერის გადაღებები მაისში დაიწყო, როდესაც შერიდანმა სერიალის „Yellowstone“-ის მეორე სეზონი დაასრულა. მანამდე, შერიდანს დაგეგმილი ჰქონდა კრის პრატის, ფილმში Fast გადაღება
- როგორც სპეცსამსახურის ყოფილი ოპერატორის, მაგრამ ამ ეტაპზე, პროექტი დროებით შეჩერებულია.
ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ - ანჯელინა ჯოლი, ნიკოლას ჰოლტი, ჯონ ბერნტალი, ეიდან გილენი და ა.შ.