გაეროს ახალი ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში კლიმატური ცვლილებებისგან გამოწვეული პროცესების გამო, 2030 წლისთვის სიღარიბის ზღვარს, 120 მილიონამდე ადამიანი მიაღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„მსოფლიოს წინაშე კლიმატური აპარტეიდის საფრთხე იკვეთება - მდიდრები, რომელსაც შეუძლია დაიცვას თავი და ღარიბები, რომლებიც ქვეყნიდან გარბიან“, ნათქვამია გაეროს განცხადებაში.
გაეროს მიერ, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში დადგენილია, რომ კლიმატის ცვლილების გამო, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში 120 მილიონზე მეტი ადამიანი, სიღარიბის ზღვარს მიაღწევს.
ამინდის ექსტრემალური მოვლენები, როგორიცაა გვალვები, წყალდიდობა და ქარიშხალი უფრო ხშირი გახდება - მსოფლიოს უღარიბესი მოსახლეობა, იძულებული გახდება აირჩიოს ან შიმშილი, ან მიგრაცია, - ნათქვამია ანგარიშში.
„კლიმატის აპარტეიდის“ სცენარის მიხედვით, დიდი რისკის ქვეშ ვდგავართ, სადაც მდიდარი გადაიხდის რომ სიცხეს, შიმშილს და კონფლიქტს გაექცეს, ხოლო ქვეყნის დანარჩენი ნაწილი სიღარიბის ზღვარზე დარჩება, - განაცხადა გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ფილიპ ალტონმა უკიდურესი სიღატაკისა და ადამიანის უფლებების შესახებ.
ალსტონმა განაცხადა, რომ მდიდარ და ღარიბ ადამიანებს შორის განსხვავება და თუ რა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება ადამიანებზე, უკვე აშკარად გამოიკვეთა.
სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ადრე გააფრთხილეს, რომ კლიმატის ცვლილება ღარიბ ქვეყნებს კიდევ უფრო აღარიბებს - ქვეყნებს შორის იზრდება გლობალური უთანასწორობა.
მაგრამ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ამინდის მოვლენები, ასევე განასხვავებს ქვეყნებს შორის არსებულ უთანასწორობას.
სამეცნიერო ჟურნალ „Science“-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ღარიბი ქვეყნები, ყველაზე დიდ ეკონომიურ ზარალს განიცდიან ისეთი მოვლენების გამო, როგორიცაა გვალვა და ქარიშხალი.
საზოგადოების ღარიბი ფენა და უფრო მეტად ქალები დაუცველები რჩებიან, რადგან ისინი უფრო მეტად დამოკიდებულნი არიან სოფლის მეურნეობაზე.
მკვლევარების აზრით, მსოფლიოში ყველაზე ღარიბი მოსახლეობის საარსებო საშუალება ყველაზე მეტად კლიმატურ კატასტროფებზეა დამოკიდებული და სიღარიბეს ვერ გაქცევა. ექსტრემალური ამინდის დადგომისას ღარიბებს, არ გააჩნიათ საჭირო რესურსები და კიდევ უფრო ღარიბდებიან.
„2100 წლისთვის, დათბობის არარეალისტური სცენარი (1.5 გრადუსი ან 2,7 გრადუსიანი ფარენგეიტი), რეგიონებში გამოიწვევს ტემპერატურის ექსტრემალურ ცვლილებას და დაუცველ და მოსახლეობა საკვების გარეშე დატოვებენ, რომელიც ასევე გამოიწვევს შემოსავლის დაკარგვასა და ჯანმრთელობის გაუარესებას, - ნათქვამია ანგარიშში.
ევროკავშირმა, ვერ შეძლო გასული კვირის ემისიების ზუსტი ვადის შესახებ შეთანხმების მიღწევა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განცხადა, რომ ამერიკა არ მიიღებს მონაწილეობას პარიზის შეთანხმებაში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, აშშ გამოიყვანა პარიზის შეთანხმებიდან და G20 მისი კლიმატის დაძლევისთვის ემზადება,“ - იტყობინება „Financial Times“.
გაეროს ანგარიშში, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ქვეყნებმა უნდა აღიარონ, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ადამიანის ძირითადი უფლებები - სიცოცხლე, საკვები, თავშესაფარი და წყალი - სერიოზულად დაზარალდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საჭირო ზომებს არ მიიღებენ.