ერთი წლის ბავშვი, სეფსისის დიგნოზით, დაგვიანებული მკურნალობის შედეგად კლინიკაში გარდაიცვალა

17:20 07-01-2019
244

ერთი წლის ბავშვი, საავადმყოფოში დაგვიანებული მკურნალობის გამო, სეფსისის დიაგნოზით გარდაიცვალა.

width=600

მშობლები, სასწრაფო დახმარების სამსახურსა და ჯანმრთელობის დაზღვევის ფონდს, მკურნალობის გაჭიანურების ბრალდებაში ადანაშაულებენ.

ერთი წლის ბავშვის მშობლებმა, ისრაელის „მაკკაბის“ ჯანმრთელობის დაზღვევის ფონდს და „MADA“-ს გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს და აცხადებდნენ, რომ მათ მიერ ჩადენილმა დაუდევრობამ, სეფსისის ფონზე ბავშვის გარდაცვალება გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას „Ynet“-ის სააგენტო ავრცელებს.

width=600

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა, 2018 წლის თებერვალში მოხდა. ბავშვი კლინიკაში საღამოს 21.00 საათზე მიიყვანეს. მშობლები ამბობდნენ, რომ ბავშვს, მაღალი ტემპერატურა და ღებინება აღენიშნებოდა.

ექიმებმა ბავშვი გასინჯეს და მშობლებს სახლში დაბრუნება ურჩიეს, ხოლო დილით  პედიატრის კონსულტაცია.  

მშობლები ასეც მოიქცნენ. პედიატრი, რომელიც დილით გამოიძახეს, ძალიან აღელდა. მან აღმოაჩინა, რომ ბავშვს მაღალი ტემპერატურა და ლიმფური კვანძების ზრდა აღენიშნებოდა. 

ადვოკატების ანატ გუტმანისა და აიეტის მაორის ინფორმაციით, მომჩივანის საჩივრის თანახმად, ბავშვის მშობლები 9.05 წუთზე, „მაკკაბის“ სასწრაფო დახმარების კლინიკაში უკვე იმყოფებოდნენ.

დედამ შეამჩნია, რომ ბავშვის მდგომარეობა გაუარესდა - მას ძილიანობა და აპათია განუვითარდა. ექიმებმა, არტერიული წნევის გაზომვა და ინტრავენური სითხის შეყვანა სცადეს, მაგრამ ამის გაკეთება ვერ მოხერხდა.

სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ექიმი, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ბავშვს სეფსისი განუვითარდა და 9.11 წუთზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.  

ექიმების ბრიგადა, დისპეჩერს დაუკავშირდა და ბავშვი ინტენსიური თერაპიისთვის მანქანით გადაიყვანა, რომელსაც 20 წუთი დასჭირდა.

საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, კვლავ გაგრძელდა რეანიმაციის მცდელობა, მაგრამ 11.10 წუთზე. ბავშვის გარდაცვალება დადასტურდა.  

ჰაიფის რაიონულ სასამართლოში შეტანილ სარჩელში აღნიშნულია, რომ ბავშვის გარდაცვალების თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, თუ დაუყოვნებლივ გადაიყვანდნენ საავადმყოფოში.

ინტენსიური მზრუნველობის მანქანში გადაყვანის გადაწყვეტილებამ და ადგილზე რეანიმაციის ჩატარებამ, სამწუხარო შედეგი გამოიწვია.

მშობლები პრეტენზიას უცხადებენ „Maccabi“-ის კლინიკას. ისინი აცხადებენ, რომ ბავშვს, გადაუდებელი დახმარების პუნქტში, არანაირი მკურნალობა არ ჩაუტარდა.

სეფსისის დიაგნოზის შემდეგ, ზოგადად მიღებული პრაქტიკის გათვალისწინებით, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, პირველივე წუთიდან ინიშნება.

მშობლები, ჯანმრთელობის დაზღვევის ფონდის და სასწრაფო დახმარებისგან - 2.5 მილიონი ისრაელის შეკელის კომპენსაციას ითხოვენ.

„მაკკაბის“ ჯანმრთელობის დაზღვევის ფონდი „ynet“-ის ის მოთხოვნაზე პასუხობს: ჩვენ მივიღებთ პრეტენზიას, შევისწავლით საქმეს და პასუხს, სასამართლო პროცესზე მოგახსენებთ.