„კარგი ამბავი გვაქვს, ყველა პრობლემას ვერევით, რაც „დაუნის სინდრომს“ გამწვავებული სახით ახლავს“ - ირინა სარიშვილი

14:19 07-02-2019
86

ირინა სარიშვილი პატარა ბარბარეს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს:

width=600

„ბარბარე მყავდა დღეს დილით ექიმთან ნაღვლის ბუშტში და თირკმელებზე არსებული პრობლემების გასაკონტროლებლად და კარგი ამბავი გვაქვს - 8 მილიმეტრიანი კენჭი ნაღვლის ბუშტში დაიშალა! 

width=600

ასე ნელ–ნელა ვერევით ყველა პრობლემას, რაც დაუნის სინდრომს, თან გამწვავებული სახით ახლავს და იმედია, დარჩენილ პრობლემებსაც, რამდენადაც შესაძლებელია, დავძლევთ დიდები და პატარები ერთად და ამაში,

width=600

უზარმაზარი წვლილი მიუძღვის ჩემს მეგობრებს, სრულიად უცნობ ადამიანებსაც, ყველას, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში, როგორც შეუძლია, ისე გვიდგას გვერდით და სიტყვით იქნება ეს, მაღალი ხარისხის წამლებით, თუ სხვა რამით, ზრუნავს ჩვენს პატარებზე  - დიდი მადლობა ყველას“ - წერს სარიშვილი. 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე