რამდენიმე ხნის წინ ტოკიოში გოჭების კაფე გაიხსნა.
„CNN“-ის ინფორმაციით, შინაური კატების კაფეები თითქმის ყველა ქვეყანაშია გახსნილი. ამ ეტაპზე კი იაპონიიაში გაიხსნა გოჭების (Piggy) კაფე.
ტოკიოს ერთ-ერთ უბან მეგუროში გაიხსნა მაღაზია „Mipig“, რომელსაც მომხიბლავი გოჭები ჰყავს.
„Mipig“-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კაფეში „მინი-ღორები“ ცხოვრობენ. ზოგიერთი ისეთი პატარა გოჭია, რომ ჩაის ჭიქებზეც თავსდებიან. თუმცა, უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ ისინი კონკრეტული ჯიშის ღორები არ არიან. ისინი პატარა გოჭები არიან, რომლებიც ჩვეულებრივ დიდი ზომის იზრდებიან.
კაფეს დამფუძნებლები იმედოვნებდნენ, რომ პროექტისთვის 2 მილიონი დასჭირდებოდათ, მაგრამ ორჯერ მეტის დახარჯვა მოუწიათ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, გოჭები პოპულარულ შინაურ ცხოველებად ითვლებიან. განსაკუთრებით ცნობილი სახეებისთვის. პერის ჰილტონი წითელ ხალიჩაზე გოჭთან ერთად პოზირებდა. არიანა გრანდეს და პიგი სმოლზის გოჭები, მათ მუსიკალურ ვიდეოებში გამოჩნდნენ.
თუმცა, ისინი იაპონიაში, როგორც შინაური ცხოველები, არ განიხილებიან.
ჩვენ გვინდა იაპონელებს გავაცნოთ ეს ცხოველები, რომ საბოლოოდ ოჯახის საყვარელი წევრები გახდნენ, - განაცხადა „Mipig“-ის დამფუძნებლებმა.
ეს იყო ჭკვიანური ნაბიჯი, იმის გათვალისწინებით, რომ იაპონიის ცხოველთა ბაზარში, უკვე ხალხმრავლობა შეიმჩნევა. ამჟამად, არსებობს კაფე, სადაც ადამიანები ძაღლებთან, ბუებთან, ზღარბებთან კონტაქტს შეძლებენ.
„მათ ცხვირი მუდამ ცივი აქვთ, მაგრამ სხეული თბილი! - აცხადებს ერთ-ერთი სტუმარი.
2015 წელს, ლონდონში გაიმართა პიკნიკი, სადაც მოწვეულ სტუმრებს, გაზაფხულის ყოველ შაბათ-კვირას, ცხოველების შეძენა შეეძლოთ.