„NASA“-მ მთვარეზე ნილ არმსტრონგის პირველი ნაბიჯების ამსახველი დაკარგული ფირები აღმოაჩინა

16:40 07-03-2019
272

„NASA“-ს ყოფილმა სტაჟიორმა, გერი ჯორჯმა მთვარეზე პირველი მოგზაურობის დაკარგული ფირები აღმოაჩინა, რომლებიც ახლო მომავალში გაიყიდება და შესაძლებელია მილიონობით დოლარის მფლობელი გახდეს.

 width=600

1969 წლის ივლისში, ერთ-ერთი მისიის ორიგინალი ვიდეორგოლი, რომელშიც „ალოლონ 11“-ის ასტრონავტიების მიერ არის გადაღებული, ასახავს მთვარის ზედაპირზე (EVA) საქმიანი ოპერაციის დროს რამდენიმე ამოცანის შესრულებას, რომელიც დაახლოებით 2.5 საათს გრძელდებოდა და სადაც ყველა სამეცნიერო საქმიანობა დამაკმაყოფილებლად განხორციელდა.

width=600

„NASA“- ს ყოფილი სტაჟიორი, შესაძლებელია მილიონერი გახდეს, როდესაც ის სამი ლითონის ფირს გაყიდის, სადაც აღბეჭდილია ორიგინალი ვიდეო - „ადამიანის პირველი ნაბიჯები მთვარეზე“.

width=600

სამი ლითონის ფირფიტის „Sotheby's“-ის ონლაინ-აუქციონი 20 ივლისს 11 საათზე დაიწყება. ფირების, რომლის ღირებულებაც 2 მილიონ დოლარს მიაღწევს, გაყიდვის თარიღი, „აპოლო 11“-ის მისიის, 50 წლის იუბილეს ემთხვევა.

„Reuters“-ის ინფორმაციით, აუქციონზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 1973 წლის ივნისში, გერი ჯორჯმა, ჯონსონის სახელობის კოსმოსურ ცენტრ „NASA“-დან, მიიღო მოწვევა სტაჟირებაზე. სამი წლის შემდეგ მან სახელმწიფო აუქციონზე 1,100-ზე მეტი ლითონის ფირი, 218 დოლარად შეიძინა.

წარმოდგენა არ მქონდა, რომ მათში რაღაც ღირებული იყო, ტელეარხებს ვყიდიდი ფირებს, რომ უბრალოდ ჩაეწერათ, - განაცხადა როიტერთან ინტერვიუში 65 წლის ინჟინერ-მექანიკოსმა ლას-ვეგასიდან.  

ჯორჯმა გაყიდა დაახლოებით რვა ფირი, თითო 50 დოლარად, სანამ მამამ დარჩენილი სამი ფირფიტა ნახა წარწერით - აპოლოს 11 ევა, - ნათქვამია „Sotheby's“-ის ბიოგრაფიაში.  

მან მართლაც მიიღო მონაწილეობა კოსმოსურ პროგრამაში და განაცხადა - მე ვფიქრობ, რომ მათზე გავლენა მოვახდინე. ისინი შეიძლება, დროთა განმავლობაში მართლაც ძვირფასი გახდეს, - ამბობს ჯორჯი. ეს სწორედ ის არის, რასაც ათწლეულების მანძილზე აკეთებდა.  

2006 წელს „NASA“-მ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც „გოდარდის“ კოსმოსური ფრენის ცენტრმა ჩანაწერები დაკარგა, მათი არაფორმალური ძებნა დაიწყო. თანამშრომლები ფიქრობდნენ, რომ  „აპოლონის“ მისიის 2,614 კასეტების ყუთში შეიძლება ყოფილიყო შენახული, რომელიც 1969 წლის ბოლოს არქივში იქნა გადაგზავნილი.

width=600

მას შემდეგ, რაც სააგენტომ ვერ მოიძია ჩანაწერები, ჯორჯი დაუკავშირდა კალიფორნიის ვიდეოარქივის უფროსს დევიდ კროსტვეიტს კალიფორნიიდან, რომელსაც ჰქონდა სტუდიური აღჭურვილობა და რომელსაც შეეძლო ძველი ვიდეოფირების აღდგენა. 2008 წლის დეკემბერში, ჯორჯმა ისინი მეორედ გაყიდა.

„NASA“-მ შეწყვიტა მისი ძებნა, გადაწყვიტა, რომ ფირები, უკვე წაშლილი და გადაწერილი იყო.

სამ საათიან ვიდეო რგოლში ჩანს, რომ „ფრენის კონტროლის“ თარიღი - 1969 წლის 20 ივლისია.

ფირზე ასევე აღბეჭდილია, ნილ არმსტრონგის პირველი ნაბიჯები მთვარეზე და ბაზ ოლდრინის მთვარის გრავიტაციის დემონსტრირება.

width=600

კადრში ჩანს ასტრონავტების ექსპერიმენტი ქარიან ამინდში - მთვარის ზედაპირზე ამერიკის დროშის განთავსება და ასევე, მათი სატელეფონო ზარი შორი მანძილიდან - პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონთან.

 

 

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე