მდგრადი ენერგეტიკის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, თელავში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. გამოსაშვები საღამო ჩატარდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საბავშვო ბაღში, სადაც ევროკავშირის საგრანტო პროგრამით, თანამედროვე ენერგოეფექტური გათბობის სისტემის მოწყობა იგეგმება. თელავის ისტორიულ მუზეუმში „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ წარმომადგენლებმა ახალგაზრდებისთვის სემინარი ჩაატარეს თემაზე- „სასოფლო-სამეურენეო ნარჩენები, როგორც ენერგეტიკული რესურსი “.
აქვე, წარმოდგენილი იყო თელავის ელენე ახვლედიანის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა - „მდგრადი ენერგეტიკა“.
თელავის ცენტრალურ გამზირზე, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, სიმბოლური ველო-გარბენი მოეწყო, რის შემდეგაც აქციის მონაწილეთა დაჯილდოვება გაიმართა.
მდგრადი ენერგეტიკის დღე თელავში მუსიკალური ბენდის - „მუსიკის ქალაქის“ კონცერტით დასრულდა.
ღონისძიებებს ესწრებოდნენ: თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ბეგიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე - პლატონ კალმახელიძე, „ენერგოეფექტურობის ცენტრი - საქართელოს“ წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.