"ილინოისის გიგანტი" - ყველაზე მაღალი ადამიანი მსოფლიოში, რომლის სიმაღლე 270 სანტიმეტრი იყო - ვიდეო

16:22 07-04-2019
232

რობერტ ვედლოუ - „ილინოისის გიგანტი“, მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მაღალი ადამიანი - გინესის რეკორდსმენი, რომლის სიმაღლე 270 სანტიმეტრი იყო.

width=600

რობერტ ვედლოუ - მსოფლიოში ყველაზე მაღალი ადამიანი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია შესული, 1918 წლის 22 თეებერვალს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ილინოისის შტატის ქალაქ ალტონში დაიბადა. ვედლოუმ, რომლის სიმაღლე 272 სანტიმეტრი გახლდათ, მხოლოდ 22 წელი იცოცხლა.

width=600

მისი მშობლები, ისევე როგორც სხვა ახლო ნათესავები, არ იყვნენ მაღალი ადამიანები. ადლი და გაროლდ ველდროუს, რობერტის გარდა, ოთხი შვილი ჰყავდათ, ორი ქალიშვილი - ჰელენი და ბეტი და ორი ვაჟიშვილი - იუჯინა და გაროლდ უმცროსი. რობერტის გიგანტური სიმაღლის მიუხედავად, მისი ოჯახის ყველა წევრი ნორმალური სიმაღლის და წონის იყვნენ. 

width=600

ოთხი წლის განმავლობაში, მისი ზრდა და განვითარება ნორმალურ დიაპაზონში იყო. თუმცა, ერთი წლის რობი, უკვე საკმაოდ მაღალი იყო. 13 წლის ასაკში, ის მსოფლიოში ყველაზე მაღალი ბოისკაუტი - საბავშვო და ახალგაზრდობის ბურჟუაზიული სპორტული ორგანიზაციის წევრი გახლდათ. მისი სიმაღლე აღემატებოდა ორ მეტრსა და 24 სანტიმეტრს.

width=600

მისი დახვეწილი უნაერების გამო, მას „უზარმაზარი ჯენტლმენი” უწოდეს. 21 წლის ასაკში რობერტის სიმაღლე 2.63 მეტრი იყო, წონა - 223 კგ, ხოლო მისი ზომა 32.4 სმ, რაც დროთა განმავლობაში, კიდევ უფრო გაიზარდა. ჰორმონალური დარღვევებმა, მისი ელვისებური ზრდა გამოიწვია.

 width=600

მისმა დიდმა ზომამ და სიმაღლეში ხანგრძლივმა ზრდამ, ჰიპოპლაზია(ორგანოს ან ქსოვილის არასაკმარისი განვითარება)გამოიწვია. მისი სიმაღლეში ზრდა, ყოველდღიურად იზრდებოდა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

width=600

მას, ქვედა კიდურებისთვის ბრეკეტები დასჭირდა, რადგან ფეხებში გრძნობა ჰქონდა დაკარგული. მიუხედავად ამ სირთულეებისა, მან ინვალიდის ეტლი არ გამოიყენა.

width=600

21 წლის ასაკში, მას ჰიპოფიზის სიმსივნე და ატრომეგალის დიაგნოზი დაუდგინდა. 22 წლის ასაკში ის უკვე 2,72 მეტრს აღწევდა, ხოლო წონა - 199 კგ, რის გამოც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.

width=600

ილინოისის გიგანტი სკოლის და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ცირკში ასრულებდა სპექტაკლებს. სწორედ იმ პერიოდში უწოდეს მას მეტსახელად „გიგანტი“. ის, სიცოცხლეშივე გახდა ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანი. მიუხედავად მისი სიმაღლისა, ის ჩართული იყო საზოგადოებრივ საქმიანობაში და ამერიკაში, მას უდიდეს პატივს სცემდნენ.

width=600

1940 წლის 4 ივლისს (სიკვდილამდე 11 დღით ადრე), მანისტის ეროვნულ სატყეო ფესტივალზე პროფესიული მოღვაწეობის დროს, ფეხის ტერფი დაუზიანდა, რის შედეგადაც პარაზიტული ინფექცია განუვითარდა.

width=600

ექიმებმა, მას სისხლი გადაუსხეს და გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარეს, მაგრამ მისი მდგომარეობა, აუტოიმუნური აშლილობის გამო გაუარესდა. რობერტ ვედლოუ 1940 წლის 15 ივლისს, ძილში გარდაიცვალა.

ავტორი: რუსა ღვანიძე