ეგვიპტელთა პროტესტის მიუხედავად, ტუტანხამონის ქანდაკება 6 მილიონ დოლარად გაიყიდა

13:25 07-05-2019
199

ტუტანხამონის ქანდაკება, ეგვიპტელთა საპროტესტო აქციების მიუხედავად, თითქმის 6 მილიონ დოლარად გაიყიდა.

width=600

ეგვიპტური ქანდაკება, ფარაონ ტუტანხამონის მსგავსად, ლონდონის აუქციონზე 4.7 მლნ ფუნტი სტერლინგად (5.97 მილიონი დოლარი) გაიყიდა, მიუხედავად იმისა, რომ კაიროში, საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამი ათასი წლის ბიუსტი შესაძლოა 1970-იან წლებში მოიპარეს სამარხიდან, ამიტომ მისი აუქციონზე გატანა არ შეიძლება.

width=600

ფარაონ ტუტანხამონის მსგავსი11-დიუმიანი ქანდაკება, „Christie“- ს აუქციონზე გაიყიდა - ამის შესახებ ინფორმაცია, აუქციონის სახლმა გასულ კვირას გაავრცელა. მყიდველის ვინაობა არ არის ცნობილი.

width=600

არტეფაქტის გაყიდვა, უკიდურესად საკამათო თემა გახდა - ეგვიპტის ხელისუფლებამ, აუქციონის ბათილად ცნობა და სტატუის რეპატრიაცია მოითხოვა

ივნისში, ეგვიპტის კულტურის სამინისტრომ მიმართა „კრისტისა“ და „იუნესკოს“, რომ შეწყვიტოს გაყიდვა და წარმოადგინოს ქანდაკების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

ლონდონში ეგვიპტის საელჩოს წარმომადგენლებმა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყებას სთხოვეს, რომ ქანდაკება უკან დააბრუნონ.

ჩვენ არ ვართ უგუნურები და არ დავუშვებთ ეგვიპტური არტეფაქტის გაყიდვას, - იუწყება ეგვიპტის ანტიკვარიატის სამინისტრო, ივნისში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კრისტის“ აუქციონი არ შედგება და ქანდაკება არ გაიყიდება, - ნათქვამია CNN- ის განცხადებაში.

პრეს-ლერიზში „Christie's“-ის აუქციონის შესახებ ნათქვმია, რომ ქანდაკება 1985 წელს მიუნხენის დილერმა, ჰეინც ჰერცერისგან შეიძინა, რომელიც ადრე ჯოზეფ მესინეს, პრინც ვილჰელმ ფონ ტურნუს და ტაქსის ეკუთვნოდა.

ეს არის შავი დღე არქეოლოგიისთვის, რადგან ტუტანხამონი მეფეთ-მეფეა, - თქვა ეგვიპტის ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ზაჰი ჰავასმა. მთელი მსოფლიო უნდა იყოს გაბრაზებული, რადგან აქ არ არის ეთიკა.

1988 წელს ლუქსორში კარანკის მუზეუმიდან მოპარული ქანდაკების ნაწილი, რომელიც იანვარში აღმოაჩინეს, ლონდონში აუქციონის ჩატარების შემდეგ, დაბრუნდა ეგვიპტეში. არტეფაკტის გამო, ძეგლეთა დაცვის სამინისტრომ, საერთაშორისო აუქციონის სახლებზე კონტროლი გაამკაცრა. 

ავტორი: რუსა ღვანიძე