პარლამენტთან „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ

12:50 07-08-2019
159

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები კონტრაქციას მართავენ.

ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, ისინი რუსთაველის გამზირზე საღამომდე დარჩებიან და სექსუალურ უმცირესობას „ღირსების მარშის“ ჩატარებას უფლებას არ მისცემენ.

„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეთა აქცია, დილით კახეთის გზატკეცილზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ 8 ივლისს დაგეგმილი ღონისძიება გადაიდო, სასულიერო პირები და მოქალაქეების ნაწილი მაინც შეიკრიბა. ისინი „ღირსების მარშის“ ჩატარებას აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, „ღირსების მარში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა, აქციის ორგანიზატორებმა ინფორმაციის გაჟონვის გამო და უსაფრთხოების მიზნით, ღონისძიება კიდევ ერთხელ გადადეს.