„ფორმულა 1“-ის ექს-ბოსი, პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი აცხადებს, რომ ყველა ადამიანს წინ გადაეღობება, ვინც ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ გაილაშქრებს.
“ვინც ვლადიმერ პუტინს ტყვიამფრქვევს ესვრის, მე წინ გადავეღობები, რომ გადავარჩინო. ის კარგი ადამიანია“ - აცხადებს ექლსტოუნი. ბერნი მხარს უჭერს რუსეთის პრეზიდენტს და „კარგ დიქტატორად“ მოიხსენიებს.
88 წლის მილიარდერი მიიჩნევს, რომ პუტინი ძალიან დაკავებული იყო იმისთვის, სოლსბერში ახალი თავდასხმისათვის და რომ სიტუაცია, ხალხის გამოგონებაა.
„The Times“-თან ინტერვიუში ბერნი აცხადებს:
- თუ ვინმე ტყვიას ესვრის, მზად ვარ პუტინს გადავეღობო,
- რატომ?
- იმიტომ, რომ კარგი ბიჭია, მას არასდროს არაფერი ცუდი არ გააკეთეთებია ადამიანებისთვს - ამბობს ინტერვიუში მილიარდერი ბიზნესმენი.
ფორმულა 1-ის ყოფილმა ბოსმა ასევე განაცხადა, რომ, მისი აზრით, პუტინმა უნდა უხელმძღვანელოს ევროპას და რომ ყირიმში შეჭრით, მან უბრალოდ რუსეთს მიწები დაუბრუნა.
მან ასევე განაცხადა, რომ მე მინდა, რომ პუტინი ევროპის მმართველი გახდეს. ის, რასაც ამბობს, აკეთებს“, - ამბობს ბერნი.
მე არ ვარ დემოკრატიის მხარდამჭერი. თქვენ დიქტატორი გჭირდებათ. როგორც დიქტატორი, თქვენ ამბობთ: ეს არის ის, რის გაკეთებასაც ვაპირებ. დემოკრატიაში, ეს რბილად ნათქვამია.
88 წლის მილიარდერმა არ მიქცია ყურადღება იმ ფაქტს, რომ რუსეთმა არ ამხილა სოლსბერში, გასულ წელს ქიმიურ ნივთიერება “ნოვიჩოკის“ მოწამვლის ფაქტი.
მან თქვა: მან ეს არ გააკეთა, რადგან ის ძალიან დაკავებული იყო, ასეთი რამეზე ფიქრის დრო არ ჰქონდა. ამ საკითხთხზე კი, უამრავი ჭორი გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი რუსეთის ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია, გასული წლის 4 მარტს ბრიტანეთში ამ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით, „ნოვიჩოკით“ მოწამლეს.
44 წლის დოუნ სტერჯესი, მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც სუნამოს კონტეინერს შეეხო და “ნოვიჩოკით“ მოიწამლა. ის, 30 ივნისს უგონო მდგომარეობაში იპოვნეს ეიმსბერიში. ეიმსბერი მდებარეობს 11 კილომეტრში ქალაქ სოლსბერიდან, სადაც მოიწამლნენ მამა-შვილი სკრიპალები. მათ მოწამვლაში დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთი დაადანაშაულა. მოსკოვი, კი უარყოფდა ბრალდებებს.
ორი ეჭვმიტანილი - ალექსანდრე პეტროვი და რუსლან ბოშიროვი, სალისბარში, თავდასხმამდე დაიჭირეს. ერთ-ერთ ინტერვიუში ისინი აცხადებდნენ, რომ უბრალოდ, ტაძრის დასათვალიერებლად ეწვივნენ ქალაქს.
რუსეთის ხელისუფლება ყოველთვის უარყოფდა რაიმე ბრალდებას, ამ ინციდენტში.
ბატონი ექლესტონი რუსეთის პრეზიდენტის ცნობილი გულშემატკივარია - მათ, ხშირად შეხვდებით ერთად, სპორტულ ღონისძიებებზე.
რუსეთში, 2014 წლის გრან-პრის დაჯილდოვების ცერემონიაზე, ისისნი ერთად დააფიქსირეს. მანამდე კი, ექსელსტონმა პუტინს „პირველი კლასის პოლიტიკოსი უწოდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა - როცა ექლესტონმა 2017 წელს ფორმულა 1-ის გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა, დაპირისპირება გამოიწვია.
მანამდე იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა, როდესაც მან ადოლფ ჰიტლერს შეადარა და განაცხადა, რომ ის იყო ადამიანი, რომელიც სასურველ მიზანს ყოველთვის აღწევს.