კანაფის მოხმარება ფეხმძიმობის დროს, ნაადრევი მშობიარობის რისკს ორჯერ ზრდის

18:30 07-09-2019
93

ექიმები აფრთხილებენ ქალებს, რომ ორსულობის დროს, კანაფი არ მოიხმარონ - ცხადია, რომ მწეველები ნაადრევი მშობიარობის რისკის წინაშე არიან.

width=600

ახალგაზრდებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კანაფის მოხმარება უვნებელია და ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის, რადგან ის ბუნებრივი და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.

აშშ-ში „ამბულატორიულ კლინიკებში, კანაფის მოხმარებას ურჩევდნენ დიაბეტით დაავადაბულ ავადმყოფობს, მაგრამ ახლა კანადელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ორსულობის დროს კანაფის გამოყენება უკავშირდება, ნაადრევი მშობიარობის უფრო მეტ ალბათობას - ბავშვის ჯანმრთელობას, სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს.

width=600

კვლევამ აჩვენა, რომ რვა ქალი, რომლებიც ორსულობის დროს კანაფს მოიხმარდნენ, 37 კვირამდე იმშობიარეს, რაც გადაკლასიფიცირდა, როგორც ნაადრევი მშობიარობა. 

ისინი, ვინც ფეხმძიმობის დროს კანაფს მოიხმარდნენ, უფრო სერიოზული გართულებები გამოუვლინდათ -  ე.წ. პლაცენტის გართულება, რომლის დროსაც პლაცენტა გამოეყო საშვილოსნოს კედელს. ეს მდგომარეობა, შესაძლებელია ბავშვისთვის ფატალური შედეგით დასრულდეს.  

გარდა ამისა, ამერიკული მედიცინის ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კანაფის მომხმარებელთა შვილები უფრო მეტად საჭიროებენ, ნეონატალურ განყოფილებაში ზრუნვას.

სამეფო კოლეჯის დირექტორმა მეან-გინეკოლოგმა პატ ო'ბრიენმა თქვა: ახალი კვლევა ასახავს, მტკიცებულებათა ფაქტებს, რომელიც გვიჩვენებს, რომ ორსულობის დროს კანაფის მოწევის დროს, ქალებში და მათ შვილებში გვერდითი მოვლენები გამოვლინდება, მათ შორის ნაადრევი დაბადების. 

ორსულობის დროს კანაფის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა ნაყოფის არანორმალური ცერებრალური განვითარება, მშობიარობა,  წონის ნაკლები მაჩვენებელი და ნაყოფის ნაადრევი დაბადება, ასევე დამახასიათებელია, დედასა და ბავშვზე გვერდითი მოვლენების გამოვლენა.

მან მოუწოდა მომავალ დედებს, რომლებიც რეგულარულად იყენებენ კანაფს, დახმარებისთვის, აუცილებლად მიმართონ მეან გინეკოლოგს. 

ონტარიოში, მკვლევარებმა შეისწავლეს 2012 - 2017 წლებში - 661,617 ფეხმძიმე ქალი, რომლებიც რეგულარულად მოიხმარდნენ ნარკოტიკებს.   

ამ ქალებს შორის 5 639 ადამიანმა, ორსულობის დროს კანაფის გამოყენება აღიარა. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მწეველებს აქვთ უფრო მეტი რისკი ნაადრევი მშობიარობის, ვიდრე მათ, ვინც არ მოიხმარეს.

მკვლევარები, ასევე შეეცადნენ გაითვალისწინოს, რომ ქალები, რომლებიც ორსულობის დროს კანაფს იყენებდნენ, ნაადრევი მშობიარობის რისკი უფრო მაღალია, ვიდერე მაგალითად, სიგარეტის მწეველების ან ალკოჰოლური სასმელის მოხმარების დროს.

ამ კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ის ქალები, რომლებიც ორსულობის დროს  კანაფს მოიხმარდნენ, 41%-ს ნაადრევი მშობიარობა აღენიშნებოდათ.  

პროფესორმა დანიელ კორსმა, მკვლევარების ავტორმა განაცხადა, რომ ჩვენ არ ვურჩევთ ქალებს, ორსულობის დროს კანაფის გამოყენებას“.

საუკეთესო რჩევაა ექიმებისგან -  აუცილებელია, ექიმთან ან მეანთან კონსულტაცია ავადმყოფობის მკურნალობისთვის კანაფის ალტერნატივების განხილვის მიზნით.

წინა გამოკვლევამ აჩვენა, რომ 50 - დან ერთი ქალი, ორსულობის დროს კანაფს მოიხმარდა.

ავტორი: რუსა ღვანიძე