პოლ მაკკარტნის ყოფილი მეუღლე, 1 მილიარდ ფუნტ სტერლინგს კომპენსაციის სახით მიიღებს

15:14 07-10-2019
217

პოლ მაკკარტნის ყოფილი მეუღლე ჰიზერ მილზი, მედიის მიერ ცილისწამების გამო კომპენსაციას მიიღებს.

width=600

„The Beatles“-ის წევრის პოლ მაკკარტნის ყოფილი მეუღლე და ყოფილი მოდელი ჰიზერ მილზი, კომპენსაციის სახით სოლიდურ თანხას მიიღებს რუპერტ მერდოკის მფლობელობაში არსებული გაზეთ „News Group Newspapers“-გან ცილისწამების გამო. 

width=600

„BBC“-ის ინფორმაციით სკანდალი, მილზის და მისი დის - ფიონიას გამო დაიწყო, რა დროსაც ცნობილია, რომ უკანონოდ ისმინებოდა ცნობილი ადამიანების სატელეფონო საუბრები, მათ შორის ჰიზერის, რაც ერთ-ერთ პოპულარულ გაზეთ News of the World-ის დახურვის მიზეზი გახდა.

width=600

ლონდონის უმაღლეს სასამართლოში პროცესის დროს, გაზეთის News Group Newspapers-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საზოგადოებას ბოდიშს მოუხდიან და მიყენებული ზიანის გამო, კომპენსაციის სახით მნიშვნელოვან თანხას გადაიხდიან. 

კომპენსაციის ოდენობა არ გამჟღავნებულა, მაგრამ მილზმა სასამართლოს გარეთ, თავად განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ეს არის ბრიტანეთის სასამართლოში ყველაზე დიდი რაოდენობის თანხის გადახდა, მედიაში ცილისწამების გამო.

სიხარულს ვგრძნობ, - განუცხადა მილზიმ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ და დასძინა, რომ იურიდიული ბრძოლის მთავარი მოტივი, ბოლო ათი წლის განმავლობაში, სამართლიანობის მიღების სურვილი იყო.

იურისტები, რომლებიც უნებართვო ფარული სატელეფონო მოსმენების გამო, დაზარალებულთა ინტერესის მხარეს წარმოადგენენ, ასევე „Sun“-ის და „Mirror“-ის ორგანიზებული გაზეთების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაისის დასაწყისში განაცხადეს, რომ თანხის რაოდენობა, სავარაუდოდ, 1 მილიარდ ფუნტ სტერლინგს მიაღწევს. ამ თანხის ნახევარი, იურიდიული ხარჯების გათვალისწინებით, უკვე გადახდილია.

შეგახსენებთ, რომ ტაბლოიდი ბრიტანეთში 1843 წლიდან გამოდის. 2006-2011 წლებში, გამოცემა, სატელეფონო საუბრების ფარულ მიყურადებაში დაადანაშაულეს. გამოცემასთან პრეტენზია ჰქონდა ასევე, ანჯელინა ჯოლის, ბრედ პიტს, პოლ მაკარტნის და ფეხბურთელ უეინ რუნის. 

„News Group Newspapers“-მა გამოცემა  „News of the World“ 2011 წელს დახურა. ამ ეტაპზე კომპანია ტაბლოიდ „The Sun“-ს გამოსცემს.