სოფელ ვარხანში ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობისთვის სკვერი მოეწყობა

16:54 07-10-2019
41

სოფელ ვარხანში ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობისთვის სკვერი მოეწყობა.

დასასვენებელი და გასართობი სივრცის მოწყობისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადფინანსებით 26000 ლარი გაიხარჯება.

პროექტის ფარგლებში, მოხდება ეზოს შემოღობვა და შესასვლელი ჭიშკარის მოწყობა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა, მოსასვენებელი და საბავშვო სივრცეები, სადაც მოეწყობა გასართობი ატრაქციონი სასრიალოებით და საქანელებით, დაიდგმება საბაღე სკამები და ურნები, დამონტაჟდება თბილი ნათების დიოდური ლამპიონები.სკვერში ასევე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.

მიმდინარე სამუშაო პროცესს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.