ცისკარიძემ, ქართუველი ტელეწამყვანის უცენზურო სიტყვების გამოყენების გამო, მკვეთრი განცხადება გააკეთა.
რუსული სააგენტო „РИА Новости“-ის ინფორაციით, რუსული ბალეტის ვაგანოვას აკადემიის რექტორმა ნიკოლოზ ცისკარიძემ, ინტერვიუ მისცა საინფორმაციო პორტალ „Sputnik“-ს, ქართული ტელეარხის „რუსთავი 2“-ის წამყვან გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და მისი მშობლების წინააღმდეგ, უცენზურო სიტყვები გამოიყენა.
ცისკარიძის განცხადებით, რუსთავი 2 -ის თანამშრომელმა შეურაცხყოფა მიაყენა საკუთარ თავს და ამგვარი საქციელთ, „ყველა ზღვარს გასცდა. ბალეტმაისტერმა აღიარა, რომ „ჟურნალისტის სიტყვებმა აღაშფოთა“.
მშობლების ხსოვნა, განსაკუთრებით კი, თუ გარდაცვლილია, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის - ყველა კავკასიელი ასე ფიქრობს, - აღნიშნა მსახიობმა.
ცისკარიძემ, გაბუნიას უცენზურო სიტყვების გამოყენებას ძალიან დაბალი დონის საქციელი უწოდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი პირის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა, არ უნდა ნიშნავდეს სიტყვის თავისუფლებას. მსახიობმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ჟურნალისტები, უტაქტო ქცევის გამო სასტიკად უნდა ისჯებოდნენ.
რაც შეეხება ჟურნალისტიკას, ვფიქრობ, რომ პირდაპირ ეთერში ასეთი გამოსვლები, სახელს უტეხავს თავად ადამიანის „მუნდირს“, - თქვა მან.
ამავე დროს, ცისკარიძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ პუტინმა პროფესიონალურად მოახდინა რეაგირება, სატელევიზიო წამყვანმის მიმართ.
მეც იგივე გავაკეთებდი. ეს ძალიან სასიამოვნო განცხადება იყო, რასაც ვფიქრობდი, ის სიტყვები გაისმა, - თქვა მსახიობმა.
შეგახსენებთ, რომ ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ, გადაცემა P.S.-ის ეთერში პუტინის და მისი მშობლებიას მისამართით, უცენზურო სიტყვები გამოიყენა და ამით, ყველა რუსს შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტის საქციელმა, მაყურებელს შორის აღშფოთება გამოიწვია. ასობით თბილისელმა ტელეარხის წინ, ქუჩაში აქციები დაიწო და მოითხოვა, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თანამდებობიდან გათავისუფლება. არხის ხელმძღვანელობამ, ინციდენტი მიუღებლად ჩათვალა, თუმცა გიორგი გაბუნიას გათავისუფლებაზე უარი განაცხადა.
სახელმწიფო დუმამ, მთავრობის წევრებს ურჩია, რომ განიხილოს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გამოყენების მიზანშეწონილობა. პუტინმა, თბილისის წინააღმდეგ სანქციების დაწესების წინააღმდეგ ქართველი ხალხის პატივისცემის გამო, სანქციების შემოღებაზე უარი განაცხადა. რუსმა ლიდერმა, ასევე არ დაუჭირა მხარი, სამართალწარმოების დაწყების იდეას ქართველი ჟურნალისტის მიმართ, რომელმაც მას შეურაცხყოფა მიაყენა.