ხარაგაულის პირველ საბავშვო ბაღში ცენტრალური გათბობა დამონტაჟდება

15:35 07-11-2019
39

ხარაგაულის პირველ საბავშვო ბაღში ცენტრალური გათბობა დამონტაჟდება! 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბაღის გაზიფიცირებისთვის და შესასრულებელი სამუშაოებისთვის ტენდერი სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ 5 ივლისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 16 ივლისს დასრულდება. 

2019-20 წლის ზამთარს ხარაგაულის პირველი საბავშვო ბაღი გათბობის ახალი სისტემით შეხვდება! 

პროექტი ადგილობრივი ბუჯეტიდან 52 000 ლარით ფინანსდება.