ქუთაისელი სოპრანო „ლა სკალაში“ ვუდი ალენის სპექტაკლში იმღერებს - ვიდეო

15:56 07-11-2019
136

ქუთაისელი სოპრანო, „ლა სკალას“ აკადემიის კურსდამთავრებული ცისანა გიორგაძე, ვუდი ალენის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლში, ჯაკომო პუჩინის „ჯანი სკიკკიში“ (GIANNI SCHICCHI) იმღერებს.

width=600

პორტალ „nostal.ge“-ის ინფორმაციით, 25 წლის მომღერალი „ლა სკალას“ სცენაზე გამოსვლისათვის ემზადება. რამდენიმე დღეში ის, მსმენელის წინაშე, ცნობილ ბარიტონ ამბროჯიო მაესტრისთან ერთად წარდგება.

„უკვე დავასრულეთ რეპეტიციები. სპექტაკლი 15 ივლისს გვაქვს. ეს ჩემი დებიუტია „ლა სკალაში“. ძალიან დიდი პატივია, რომ ვუდი ალენის დადგმულ სპექტაკლში მივიღებ მონაწილეობას. მოსწონს ჩვენი შესრულება, თუმცა შენიშვნებიც მოგვცა. ემოციური და ამაღელვებელი განწყობა მაქვს“, – ამბობს ცისანა გიორგაძე.

width=600

ცისანა გიორგაძე „ლა სკალას“ აკადემიის კურსდამთავრებულია.

სექტემბერში კი ქალაქ ვიჩენცის თეატრში, „სიყვარულის ნექტარში“, ადინას როლს შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ 6 ივლისს ვუდი ალენის მიერ დადგმულ „ჯანი სკიკკის“ პირველ საპრემიერო სპექტაკლში, ქართველმა ოპერის მომღერალმა ლაშა სესიტაშვილმა, ბარიტონის წამყვანი პარტია შეასრულა.

ავტორი: რუსა ღვანიძე