თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision-ის ორგანიზებით 8 - 13 ივლისს დაბა ბაკურიანში ახალგაზრდული საგანმანათლებლო ბანაკი მოეწყო. ღონისზიების მიზანი იყო მოზარდებში პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარება და მათი შესაძლებლობების წარმოჩენა.
სპორტული და შემეცნებითი აქტივობების საშუალებით, ბანაკის წევრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ არაფორმალური განათლების მეთოდებს, გუნდური მუშაობის პრინციპებს და ემოციების მართვის სტრატეგიებს. საგანმანათლებლო სესიებს უძღვებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდული ხედვა კახეთი“ ახალგაზრდა ლიდერები.
თელავის მერიისა და „ახალგაზრდული ხედვა კახეთი“-ს ორგანიზებით საგანმანათლებლო ბანაკი მოეწყო
