ჯგუფი „ფორტე“ - ჩვენს შემოქმედებას და შრომითი უფლებების დაცვას საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციას (GERA) ვანდობთ

17:51 07-15-2019
144

ჯგუფი „ფორტე“ საავტორო უფლებების დაცვის ახალ ასოციაზე საუბრობს. ჯგუფის წევრების თქმით, ისინი საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციას ნდობას უცხადებენ. 

„რამდენიმე კვირის წინ სატელევიზიო სიუჟეტიდან შევიტყვეთ ახალი ასოციაციის შესახებ და განსაკუთრებით რამაც დაგვაინტერესა, ეს იყო ინოვაციური მეთოდი, რითიც GERA ახორციელებს საავტორო უფლებების დაცვას.  ამის შემდეგ დავიწყეთ მოკვლევა და გავიგეთ რომ ამ ასოციაციას ძალიან მაღალი კომპეტენციის, პროფესონალი ხალხი უდგას სათავეში. ნებისმიერი ადამიანისთვის საქმიანი თანამშრომლობა უნდა ემყარებოდეს ნდობას. ჩვენ კი ამ ასოციაციაში ყველას ვენდობით და რაც მთავარია ვანდობთ ჩვენს შემოქმედებას და შრომითი უფლებების დაცვას. ინტელექტუალური შრომაც ხომ შრომაა, რაშიც ჩვენ ვიღებთ ანაზღაურებას. შესაბამისად ეს მეთოდი ჩვენი შრომის უკეთ დაფასების და პირველ რიგში ობიექტური შეფასების საშუალებას მოგვცემს. რადგან აქ ყველაფერი არის გამჭვირვალე. ასეთ პირობებში კონკურენციაც მოიმატებს, რაც ნებისმიერი შემოქმედისთვის სასურველი უნდა იყოს.

ჩვენ არასდროს გვსმენია მსგავსი ინოვაციური მეთოდის შესახებ (ვგულისხმობთ Rozum b2b აპარატს) რომ თურმე შესაძლებელია ზუსტად ვიცოდეთ და პირდაპირ რეჟიმში ვადევნოთ თვალი სად, როდის და რამდენჯერ გაიჟღერებს ჩვენი მუსიკა. ეს მეთოდი საერთოდ გამორიცხავს რაიმე სახის ფინანსურ მაქინაციებს და ხელოვანი მიიღებს ზუსტად იმდენ ანაზღაურებას, რამდენიც ეკუთვნის. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქართულ ხელოვნებაში.

ამ სიახლის შემდეგ ჩვენ კიდევ უფრო მეტი მოტივაციით გავაგრძელებთ შემოქმედებით საქმიანობას, მით უმეტეს წინ ცხელი სეზონი გველოდება. შემოდგომაზე კი ჩვენი სახელობის ვარსკვლავის გახსნისთვის ვემზადებით. ასე რომ წინ ბევრ საინტერესო და სასიამოვნო სურპრიზს ვუმზადებთ ჩვენს მსმენელს“, - ნათქვამია „ფორტეს“ განცხადებაში. 

(R)