მეცნიერებმა კაცობრიობას მოუწოდეს, კვების რაციონში ხორცის ნაცვლად მწერები ჩართონ

13:05 07-16-2019
135

მეცნიერთა ჯგუფმა, რომელსაც ტერამის უნივერსიტეტის პროფესორი მაურო სერაფინი ხელმძღვანელობდა, გამოვლინდა კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანებმა უფრო ხშირად უნდა მიირთვან მწერები. მეცნიერთა აზრით, ეს კერძები მდიდარია - ანტიოქსიდანტებით.

width=600

სერაფინმა აღნიშნა, რომ ზოგიერთ ქვეყნებში, მწერები ეროვნულ სამზარეულოს ნაწილია და წინა კვლევებმა, მათი სარგებლობა დაადასტურა. კერძოდ, ართროპოდები შესაძლებელია ცილის, როგორც ვიტამინებისა და მინერალების, კარგი წყარო გახდეს.

width=600 

ახალ კვლევაში, მეცნიერებმა კიდევ უფრო მეტად დაადასტურეს და გადაამოწმეს, ითველებიან თუ არა მწერები, ანტიოქსიდანტების წყაროდ. როგორც აღმოჩნდა, მსგავსი შეიძლება ითქვას კალიებზე, ჭრიჭინებზე, აფრიკულ პეპლებზე და ჭიანჭველებზე - მათი კერძი, კიდევ უფრო მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს, ვიდრე ფორთოხლის წვენი, ან ზეითუნის ზეთი.

width=600

კვლევა, ჟურნალ Frontiers in Nutrition - ში გამოქვეყნდა.

მწერების და ცხოველთა ტრადიციული ხორცთის შედარებასთან დაკავშირებით, სამეცნიერო ნაშრომები, ადრეც გამოქვეყნდა.

width=600

მაგალითად, 2016 წელს, ამერიკის ქიმიური საზოგადოების ექსპერტებმაც კი განაცხადეს, რომ „მწერების ხორცი, უფრო ჯანმრთელია, ვიდრე ცხოველის. როგორც აღმოჩნდა, რკინის შემცველობის თვალსაზრისით, ბევრი მწერი - კერძოდ, კალიები და ჭრიჭინები - ევროპელებისთვის, ცხოველის ხორცის გვერდის ავლით, უფრო მეტად სასარგებლოა.

width=600

ეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმის გათვალისწინებით, რომ  მთელს მსოფლიოში, რკინის დეფიციტი გავლენას ახდენს ასობით მილიონ ადამიანზე და ხშირ შემთხვევაში, ის იწვევს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ანემია.

width=600

გარდა ამისა, მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ სხვა საკვები ნივთიერებები - მაგალითად, კალციუმი და თუთია - უკეთესად შეიწოვება ადამიანის ორგანიზმში, თუ შეჭამს კალიას, ან ჭრიჭინას და არა ძროხის ხორცს. ამავე დროს, ექსპერტებმა განმარტა, რომ ველურ ბუნებაში დაჭერილი მწერების ჭამა, არ არის მიზანშეწონილი. ისინი, მხოლოდ მაშინ არის სასარგებლო,  თუ  სანდო მწარმოებლების მიერ არის.

width=600

შეგახსენებთ, რომ ზოგიერთი ექსპერტის აზრით, მწერების მირთმევაზე გადასვლა, კაცობრიობას, გლობალური დათბობისგან დაცვის მიზნით დაეხმარება - ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გლობალური დათბობის რისკს.

width=600

კლიმატის ცვლილება, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, მკვეთრად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი შეეგუოს კლიმატის კომპონენტების ცვლილებას, თუმცა ადაპტაციის პროცესი, არც ისე მარტივია და ხშირად, საკმაოდ სერიოზული ძვრების ფონზე მიმდინარეობს. იმატა სიღარიბის დონემ, ხშირია კონფლიქტები, ეკონომიკური კრიზისული პერიოდები, მნიშვნელოვნად გაიზარდა სხვადასხვა დაავადების რისკი, კერძოდ, გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური და ვირუსული პათოლოგიები. 

width=600

გაეროს შეფასებით, აზიასა და აფრიკაში ორ მილიარდზე მეტი ადამიანი მიირთმევს რეგულარულად მწერებს. და თუ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ანგარიშს ვენდობით, ეს არც დასავლეთს - ევროპის, ამერიკის - მკვიდრთ აწყენდა. კვების რაციონში მწერების ჩართვით, ბევრი მწვავე პრობლემის შემსუბუქება მოხერხდება, იქნება ეს საკვების უსაფრთხოებასთან, ბავშვების სწორ კვებასა თუ, ჭარბწონიანობასთან დაკავშირებული პრობლემები.

width=600

კრაზანა, ფუტკარი, ხოჭო, ჭიანჭველა, კალია, ჭრიჭინა ცილებით მდიდარი და ნოყიერი საკვებია. მათზე, ნაკლებად აისახება გარემოს მავნე ზმოქმედება, ვიდრე სხვა ცხოველურ საკვებზე“ - ვკითხულობთ ანგარიშში, სათაურით „საჭმელად ვარგისი მწერები: - სურსათისა და კვების უსაფრთხოების პერსპექტივები“.

width=600

ავტორი: რუსა ღვანიძე