80 მილიონი წელი ჩვენს ერამდე - მეცნიერებმა უცნაური სახეობის იხვნისკარტა დინოზავრი აღმოაჩინეს

16:17 07-16-2019
240

ამერიკელმა მეცნიერებმა, ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორის ტომ ლემანის ხელმძღვანელობით, ახალი სახეობის დინოზავრი აღმოაჩინეს, რომელსაც უცნაური ფორმის - იხვის დრუნჩის მსგავსი, ბიბილოს მოყვანილობა აქვს. პირის ზედა ნაწილი, ქმნის ცხვირის ფორმას, რომელიც არწივის ნისკარტს ჰგავს, ხოლო ცხვირის ქვედა ნაწილს, განიერი ნიჩბის ფორმა აქვს

width=600

„იხვნისკარტა“ დინოზავრები, რომელსაც ჰადროოზავრებს, ან ასევე, ჰადროზავრიდებს უწოდებენ, პლანეტაზე ცარცულ პერიოდში დასახლდნენ. ამავე დროს,  გამორჩეული უცნაური ფორმის ბიბილო, ამ სახეობის ოჯახის საერთო თვისებაა. თუმცა, ამ ფორმის სხვადასხვა სახეობები, ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ეს ნიჩბის ფორმის მსგავსი ცხვირი დინოზავრებს, ხმამაღალი ხმის გამოცემაში ეხმარებოდა. ჰადროზავრების სახეობა აზიის, ანტარქტიდის, ევროპის, ჩრდილოეთ და სამხრეთი ამერიკაში იქნა აღმოჩენილი.

width=600

დინოზავრის ნაშთები, ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს აღმოაჩინეს, მაგრამ ექსპერტებმა მხოლოდ ახლა დაადასტურეს, რომ ისინი ახალ სახეობებს განეკუთვნიან, სახელწოდებით „Aquilarhinus palimentus “.

width=600

პორტალ „eurekalert.org“ -ის ინფორმაციით ამ შემთხვევაში ცნობილია, რომ ახალ სახეობას, ყველაზე პრიმიტიული დინოზავრის ფორმა აქვს. მისი შემდგომი შესწავლა სავარაუდოდ, საშუალებას მისცემს მეცნიერებს, უკეთ გააცნობიერონ, თუ როგორ იცვლებოდნენ ეს ცხოველები და ბიბილოს ფორმა მათ ცხვირზე“. 

width=600

სპეციალისტებმა, ახალი სახეობების აღწერა სამეცნიერო პუბლიკაციურ ჟურნალ „Journal of Systematic Palaeontology“-ში წარმოადგინეს.  

წელიწადნახევრის წინ, პალეონტოლოგთა კიდევ ერთმა ჯგუფმა, მოლდავეთში დინოზავრის კიდევ ერთი სახეობა აღმოაჩინეს.

width=600

შეგახსენებთ, რომ დინოზავრები (Dinosauria) - მეზოზოური ნამარხი ქვეწარმავლების ზერიგი დიაპსიდების ქვეკლასისაა, რომელიც იყოფა 2 ჯგუფად -  ხვლიკმენჯა და ფრინველმენჯა დინოზავრებად. უძველესი დინოზავრები ცნობილია შუა ტრიასული პერიოდიდან. უკანასკნელი წარმომადგენლები კი, ცარცული პერიოდის დამლევიდან. დინოზავრების წინაპრები იყვნენ, პრიმიტიული ტრიასული არქოზავრები — თეკოდონტები. თავდაპირველად, დინოზავრები ხმელეთზე ცხოვრობდნენ და მტაცებლები იყვნენ, მაგრამ ტრიასული პერიოდის დამლევს მათ გამოეყო პროზავროპოდები, რომლებიც როგორც ჩანს, ყველაფრის მჭამელნი იყვნენ. მათგან წარმოიშვნენ გიგანტური მცენარიჭამია ზავროპიდები, რომლებიც საცხოვრებლად გადავიდნენ დიდ კონტინენტურ წყალსატევებში ან ზღვის სანაპირო ზონაში. ტრიასულ პერიოდში გაჩნდნენ ჰეტეროდონტოზავრები, რომლებმაც შესაძლოა დასაბამი მისცეს ფრინველმენჯა დინოზავრებს. ზოგიერთ დინოზავრებს განუვითარდა სხვადასხვა წარმონაქმნი: ქაცები, ძვლოვანი ჯავშანი, რქები. დინოზავრები კვერცხით მრავლდებოდნენ. ფიქრობენ, რომ თბილსისხლიანი ცხოველები იყვნენ და მაღალი ფიზიოლოგიური ორგანიზაციის ნიშნები ჰქონდათ. დინოზავრები გადაშენდნენ მეზოზოურ და კაინოზოურ ერათა მიჯნაზე. გადაშენების ძირითადი მიზეზი იყო გარემოს გართულება და მკვეთრი შეცვლა. დინოზავრების ნაშთები, დღემდე ყველა კონტინენტზე გვხვდება. 

 



ავტორი: რუსა ღვანიძე