მამამ 5 წლის ვაჟი ყოფილ ცოლს გასტაცა - ვარაუდობენ, რომ ბავშვი გარდაცვლილია

18:32 07-16-2019
10294

პოლონეთში გაუჩინარებული რუსი ბიჭის მამის ავტომობილში, ნაპოვნია ანაბეჭდები - სავარაუდოდ, ბავშვი ცოცოხალი აღარ არის. 

width=600 

რუსეთის მოქალაქის 5 წლის დავით ჟუკოვსკის ცოცხლად გადარჩენის შანსი, რომელიც საკუთარმა მამამ გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე გაიტაცა, ყოველდღიურად მცირდება. პოლონეთმა, შეაჩერა ბიჭის ძებნა და მისი გარდაცვლილი მამის პაველ ჟუკოვსკის ავტომობილში ნაპოვნი მასალის მტკიცებულებების შესწავლა დაიწყო. პირველი შედეგები იმედგაცრუებულია - პოლონელი ჟურნალისტების თქმით, ბავშვის სისხლი და შარდი მამის მანქანასა და მის ტანსაცმელზე აღმოჩნდა.

width=600

იმ დღეს, როდესაც პოლონეთის უშიშროების ძალებმა, ოფიციალურად შეაჩერეს ძებნის ოპერაცია, პოლონელ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაველ ჟუკოვსკის მანქანში ბავშვის თითის ანაბეჭდები და ბიომეტრიული ქსოვილებია ნაპოვნი.

width=600

„Skoda Fabia“-ს მარკის ავტომობილში და მამის ტანსაცმელზე აღმოჩენილია, ბავშვის სისხლის და შარდის კვალი. ამავდროულად, პროკურატურის წარმომადგენლებმა უკვე მოითხოვეს არ იჩქარონ დასკვნების გადასაწყვეტად, ეს ინფორმაცია, ამ ეტაპზე არ დადასტურეს და აღნიშნეს, რომ ექსპერტიზის საბოლოო შედეგები, ჯერ არ აქვთ.

width=600

ავდროულად, ნათელი გახდა გარდაცვლილ პაველ ჟუკოვსკის ცხოვრების დეტალებიც. როგორც აღმოჩნდა, კაცი ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ფირმის გაყიდვების წარმომადგენლი იყო. პაველი, ხელს უწყობდა საქონლის პოპულარიზაციასა და რეკლამას, ამიტომ ხშირად უწევდა უცხოურ ბაზრობებზე სიარული. 

პაველ ჟუკოვსკის კოლეგები, მომხდარისაგან კვლავ შოკში არიან - მას დადებით პიროვნებად ახასიათებენ.

შეგახსენებთ, რომ თანამედროვე პოლონეთის ისტორიაში, ერთ-ერთი მასშტაბური გამოძიება, პატარა ქალაქ გროდზისკ-მაზოვეცკიში, 11 ივლისის ღამეს განხორციელდა. შემთხვევამდე ერთი დღით ადრე, ნამდვილი საოჯახო დრამა დაიწყო. დაახლოებით, ღამის 5 საათზე, პაველ ჟუკოვსკიმ საკუთარი შვილი, ყოფილი ცოლის ოჯახიდან წამოიყვანა(წყვილი, ტრაგედიამდე რამდენიმე ხნით ადრე დაშორდა) და ვარშავაში, საკუთარ დედასთან ჩაყვანას აპირებდა. რამდენიმე ხანში, პაველმა შუა გზიდან, თავის ყოფილ მეუღლეს წერილი გაუგზავნა: - ვერასდროს ვერ იხილავ შენ შვილს, რის შემდეგაც, ტელეფონი გამორთო. დაახლოებით საღამოს 9 საათზე, რკინიგზის გადასასვლელზე, 32 წლის მამაკაცის დასახიჩრებული სხეული აღმოაჩინეს. უბედური შემთხვევის ადგილიდან სამი კილომეტრის რადიუსით, მისი 5 წლის შვილის ცხედარის პოვნა ვერ მოხერხდა.  

ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა მამამ ბიჭი გროდზისკ-მაზოვეცკიდან ვარშავის მიმართულებით გაგზავნა. გარდა ამისა, არ არის გამორიცხული ვერსია, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე, მან შეძლო ბავშვის გადაყვანა, მისი თანამზრახველების მანქანაში.

ავტორი: რუსა ღვანიძე