სახლი, სადაც სერიული მკვლელი, ჩარლზ მენსონის მიმდევრებმა, ორი ადამიანი მოკლეს, გასაყიდად გამოიტანეს.
CNN-ის ინფორმაციით, დეტალურად არის აღწერილი „განსაცვიფრებელი შეხედულებების - 1920-იან წლების ლოს ფელიზის სტილში აგებული, კლასიკური ერთსართულიანი სახლი.
50 წლის წინ, „სვასტიკიანი დემონის“ - ჩარლზ მენსონის ოთხი მიმდევრის მიერ, სახლი, სუპერმარკეტის მფლობელის ლენო ლაბიანკისა და მისი მეუღლის როზმარიის საშინელი მკვლელობის ადგილი გახდა.
წყვილი, 1969 წლის 10 აგვისტოს გამოასალმეს სიცოცხლეს - სწორედ იმ მკვლელობის მეორე დღეს, როცა მენსონის ოჯახმა, მსახიობი შარონ ტეიტი მოკლა, რომელიც იმ დროს ორსული იყო და კიდევ ოთხი ადამიანი, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან 11 კილომეტრში იმყოფებოდა.
სიაში არაფერია ნახსენები ლაბიანკის ცნობილ მკვლელობებზე, რომლებმაც ქალაქი „საშინელებათა ადგილად“ აქციეს. კალიფორნიის კანონმდებლობის შესაბამისად, მესაკუთრემ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მკვლელობის შესახებ, თუ ეს მოხდება გაყიდვის მომენტიდან, სამი წლის განმავლობაში.
LaBianca-ს სახლი, როგორც მოგეხსენებათ, 1969 წლის მკვლელობის შემდეგ რამდენჯერმე გადავიდა ხელიდან ხელში და ბოლოს 1998 წელს გაიყიდა. 1,655 კვადრატული მეტრი ფართის სახლის ღირებულებაა - 1,988,800 $, რომლის ფასი, საბაზრო ღირებულებაზე დაბალია. ჩამონათვალი 10 ივლისს გამოქვეყნდა.
ჩამონათვალის აგენტმა, რობერტ ჯამბალვომ განაცხადა, რომ უძრავ ქონებაზე ინტერესი, ძალიან მაღალია. თუმცა, ჯამბალუ ამბობს, რომ სახლში მკვლელობები ნამდვილად მოხდა.
„იმდენი დრო გავიდა იმ მოვლენის შემდეგ, რომ ეს ადამიანთა უმრავლესობისთვის არ არის პრობლემა. ჩემი აზრით, მყიდველების უმრავლესობა, მკვლელობის შემდეგ წლებშია დაბადებული. უმეტესობა, 50 წელზე ნაკლები ასაკის არიან, - აცხადებს ჯამბალვო.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელი დამნაშავე ჩარლზ მენსონი, რომელმაც 1960-იან წლებში კალიფორნიაში სექტა ჩამოაყალიბა, 2017 წლის 19 ნოემბერს 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას სურდა, ამერიკაში რასობრივი ომის წამოწყება. იგი ქადაგებდა, რომ „ადამიანის მკვლელობა, არის უდიდესი კეთილშობილება და არა ბოროტება, რადგან ადამიანის სულს, ხორცისგან გათავისუფლება და ზეცაში დამკვიდრება სურს“.
ჩარლზ მენსონი 1934 წელს სან-ფრანცისკოში დაიბადა. დედამისი პროსტიტუციას მისდევდა, ამიტომ ჩარლზი ფაქტობრივად გამოსასწორებელ კოლონიებსა და ციხეებში გაიზარდა. ციხეში მისი ველური ქარიზმა, ბევრს იზიდავდა და მალე მიმდევრებიც შეიძინა, რომლებსაც ოჯახს უწოდებდა.
მოსწავლეები მენსონს ღმერთსაც ეძახდნენ და სატანასაც. ისინი მუსიკითაც იყვნენ გატაცებული. 1968 წელს მენსონი და მისი მიმდევრები ლოს-ანჯელესში ჩავიდნენ, რათა თავიანთი “მუსიკალური ამბიციების” რეალიზება მოეხდინათ. რა თქმა უნდა, მენსონის მუსიკალური კარიერა ვერ შედგა, ამიტომ გადაწყვიტა, შური ეძია თავის „დაუძინებელ“ მტრებზე. მიმდევრებს, რომელთა უმეტესობა გოგონები იყვნენ, მენსონმა რამდენიმე ადამიანის მოკვლა უბრძანა.
სანადირო დანებით შეიარაღებული ჩარლზის მოსწავლეები ერთდროულად ორ სახლში შევარდნენ. ერთი სახლი შემთხვევით შეირჩა, მეორე კი იმ პროდიუსერს ეკუთვნოდა, რომელმაც მენსონს, სიმღერის ჩაწერაზე უარი უთხრა. მენსონის ოჯახის წევრებმა დახოცეს ყველა, ვინც იმ ორ საბედისწერო სახლში იმყოფებოდა.
დახოცილებს შორის იყო რეჟისორ რომან პოლანსკის ფეხმძიმე ცოლი, მსახიობი შერონ ტეიტიც.
48 წლის განმავლობაში 1969-2017 წლებში, გარდაცვალებამდე, მენსონი იყო დაპატიმრებული და კალიფორნიის ციხეში იმყოფებოდა. მისი პირადი ნომერი იყო B33920. მენსონს, არაერთხელ უთხრეს უარი ამნისტიაზე.