მეცნიერებმა დაადგინეს, თუ როგორ მოქმედებს სისხლის ჯგუფი კიბოს განვითარებაზე

14:57 07-18-2019
124

მეცნიერთა ჯგუფმა, რამდენიმე დღის წინ, კიბოს დაავადებისკენ მიდრეკილი ყველაზე სუსტი სისიხლის ჯგუფი დაასახელა.

width=600

შვედი მეცნიერებმა დაადგინეს, თუ როგორ მოქმედებს სისხლის ჯგუფი კიბოს განვითარებაზე. კვლევა, რომელიც 35 წელიწადზე მეტხანს  გრძელდებოდა, კაროლინსკის ინსტიტუტის ექსპერტებმა ჩაატარეს. მასში, 1.1 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

width=600

ახალი კვლევის ავტორები,ამ ნაწილში ინგლისელ კოლეგებს ეთანხმებიან, რომლებიც ადრე აცხადებდნენ, რომ II ჯგუფის სისიხლის მქონე ადამიანები, კუჭ-ნაწლავის კიბოს განვითარების რისკის ქვეშ იმყოფებიან. შვედი ექსპერტების აზრით, პირველი ჯგუფის სისიხლის მქონე ადამიანები, ნაკლებად ავადდებიან კიბოს დიაგნოზით, თუმცა ხშირად გასტრიტი და წყლული აღენიშნებათ.

width=600

„III და ძალიან იშვიათი - IV ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები, ყველაზე ხშირად პანკრეასის კიბოს დიაგნოზით ავადდებიან“ - წერს RNS.

მანამდე კი, რუსეთის ტელეარხმა „RT“- მ, დასახელდა კიბოს ყველაზე გავრცელებული ტიპები რუსეთში. 2018 წელს ანტირეიტინგის ლიდერად კანის, ძუძუს და ფილტვის კიბო დასახელდა. ივლისის დასაწყისში ცნობილი გახდა, სპეციალისტების მიერ შექმნილი სპეციალური მალამოების დამზადების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს, მელანომის ოპერაციის თავიდან აცილებას. 

მაგრამ, ეს შესაძლებელი იქნება, მხოლოდ დაავადების საწყის ეტაპებზე. ამასთან, მალამოს მოხმარება, რეციდივების რაოდენობას შეამცირებს.

თუმცა, კიბოს განვითარების ძირითადი მიზეზები ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება, მოწევა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მოხმარებაა.

თუმცა, აშშ-ის ბიოტექნოლოგიის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, I ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები უფრო მეტად ინფექციური დაავადებებით - ნოროვირუსი და ჰელიკობაქტერით ავადდებიან, რაც გასტრიტისა და წყლულის დაავადების გამომწვევი მიზეზია.  

ავტორი: რუსა ღვანიძე