ამერიკელმა მომღერალმა ლედი გაგამ, ერთ-ერთ ღონისძიებაზე, სადაც კოსმეტიკის საკუთარი ხაზი წარადგინა, ქართველი დიზაინერის ანუკი არეშიძის მიერ შექმნილი ტყავის კაბა მოირგო.
ლედი გაგამ 2019/20 წლის კოლექციიდან შეარჩია ლუქი.
როგორც ანუკი არეშიძე „ინსტაგრამზე“ წერს, მომღერალმა შეარჩია ტყავის კაბა, რომელიც სვაროვსკის თვლებით არის გაწყობილი.