პატარძლის კოცნა და პერსონალური შოკოლადის ფილა - დონალდ ტრამპი, ამერიკელი წყვილის ქორწილს დაესწრო - ვიდეო

12:55 07-23-2019
636

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკელების ქორწილს დაესწრო, რომელიც მის საპატივცემლოდ გამართეს

ნიუ-ჯერსის პატარა ქალაქ ბედმინსტერში, შეყვარებულმა წყვილმა, პი ჯეი მონგელმა და ნიკოლ პეროსმა, რომლებიც ასევე „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები არიან, გასულ კვირას იქორწინეს.

width=600

დღესასწაული, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გოლფის კლუბში „Trump National Golf Club Bedminster“ გაიმართა. მისი დევიზი იყო, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო ლოზუნგი - „დავუბრუნოთ ამერიკას წარსული დიდება!.

ქორწილის სტუმრებს და ტრამპის მგზნებარე მხარდამჭერებს საჩუქრად შესაბამისი სუვენირები ელოდათ: თითოეულს ოქროსფერი შოკოლადის ფილა, რომელზეც ამოტვიფრული იყო პრეზიდენტის სახელი. საღამოს კულმინაცია, თავად დონალდის გამოჩენა გახდა. პატარძალი იმდენად კმაყოფილი იყო პეზიდენტის სტუმრობით, რომ როგორც ჩანს, საქმროც კი დაავიწყდა. 

width=600 

„გმადლობთ, რომ ჩვენთან მობრძანდით. ვინც აქ ვიმყოფებით, ყველა თქვენი თანამებრძოლია“ - ასე ემოციურად შეხვდა რესპუბლიკელი-პატარძალი, დიდი ხნის ნანატრ სტუმარს.

საქორწინო დეკორი იყო, დროშები წარწერით - „Trump 2020“ , რომელიც მორთული იყო ვარდის ფორმის კრემით. ეჭვგარეშეა, რომ ამერიკის საზოგადოება პარტიულ რგოლში პრეზიდენტს, როგორც მშობელ მამას, ისე მოიაზრებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, წყვილმა არაერთხელ გაუგზავნა პრეზიდენტს მოსაწვევი ბარათი, რომელსაც თან ახლდა ქორწილის იმ საღამოს ფოტოები, რომლებიც მანამდე გამართეს და ისიც  დონალდ ტრამპს მიუძღვნეს. პრეზიდენტმა, ნეფე-პატარძლის წერილს, არც ერთხელ არ უპასუხა. ასე რომ, მისი გამოჩენა არა მხოლოდ ახალდაქორწინებული წყვილისთვის, არამედ ქორწილის 230 სტუმრისთვისაც კი, ნამდვილი სიურპრიზი იყო.