ცნობილი ჩინელი მსახიობი საიმონ იამი, რომელმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით პოპულარობა მოიპოვა ფილმიდან - ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი 2“, შეიარაღებული თავდასხმის მსხვერპლი გახდა.
რამდენიმე დღის წინ, ჰონგ-კონგში ახალი მაღაზიის გახსნის დროს, სადაც საიმონი მონაწილეობდა, ასობით მაყურებლის წინაშე, საზარელი სცენა მოხდა.
უცნობი მამაკაცი სცენაზე აიჭრა და იმ მომენტში, როდესაც იამმა მას ხელი გაუწოდა, 64 წლის მსახიობი, მოულოდნელად დანით დაჭრა.
მამაკაცი, ცდილობდა დაზარალებულისთვის მრავლობითი ჭრილობები მიეყენებინა, რა დროსაც, უსაფრთხოების სამსახურმა გააშველა. თავდამსხმელი დააპატიმრეს, მაგრამ ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია, თუ რა გახდა მსახიობის დაჭრის მოტივი.
იამა, მუცლის არეში და ხელზე მრავლობითი ჭრილობებით, შოკურ მდგომარეობაში, საავადმყოფოში გადაიყვანეს.