საბერძნეთში მყოფი ოჯახი, საკუთარ შვილს კამერით ესაუბრებოდა, როცა ბიჭს, გულმკერდის არეში, ფანჯრიდან ორჯერ ესროლეს.
პორტალ „abc.net.au“-ის ინფორმაციით, 16 წლის ალექს გატისი, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, მისი ოჯახი კი, ჯერ კიდევ შოკურ მდგომარეობაშია და საბერძნეთიდან გასამგზავრებლად, ბილეთებს ეძებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი, ბერძნულ-ავსტრალიურ ოჯახს შეემთხვა. დედ-მამა, რომელიც ამ დროისთვის საბერძნეთში იმყოფება, ავსტრალიაში მყოფ შვილს, კამერით ესაუბრებოდა და მათ, პირდაპირი ჩართვით იხილეს, როგორ ესროლა საკუთარ სახლში ბიჭს, უცნობმა პირმა გულმკერდის არეში.
16 წლის ალექსი, ქალაქ ადელაიდაში საკუთარ ძმასთან ერთად იმყოფებოდა. ის, სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
თავდასხმის მოტივი უცნობია, თუმცა, თითოეული პირი, რომელიც ალექსს იცნობს, მას უკიდურესად თავაზიან და მშვიდ ბიჭად მოიხსენიებს.
პოლიციელების ინფორმაციით, თავდამსხმელს შავი ფერის პერანგი და შარვალი ეცვა. ის ბოლოს თვითმხილველებმა, როუელს-როუდის დასავლეთით გაქცევის დროს დააფიქსირეს.
პოლიცია იუწყება რამდენიმე ხნის წინ, გარკვეული შეკამათების შესახებ, რომელიც თავდასხმამდე ოჯახის სახლთან მოხდა. აქედან გამომდინარე, ისინი მომხდარს უსაფუძვლოდ არ თვლიან. კონკრეტული მიზეზების გამოძიება, ამ დრომდე მიმდინარეობს.