ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა, თბილისში იოსებიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულის აივნის სახურავიდან, კნუტი ჩამოიყვანეს.
როგორც ჩანს, კნუტი კორპუსის სახურავიდან ჩამოვარდა და მეექვსე სართულის აივანზე დაეცა.
მაშველებმა, სპეციალური ტექნიკის დახმარებით, კნუტი უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს.
ამავე კორპუსის მცხოვრებლების თქმით, აქვე ბინადრობს დედა კატაც, მეზობლებმა მის მოძებნამდე, კნუტზე მზრუნველობის პასუხისმგებლობა, თავად აიღეს.