ნაყოფს დედის მუცელში ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა

16:13 07-24-2019
204

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საბერძნეთში, მსგავსი სახის ოპერაცია ჩატარდა. ფეხმძიმე ქალს, გინეკოლოგთან კონსულტაციისას დაუდგინეს, რომ მის შვილს დიაფრაგმის საყლაპავ ხვრელზე მძიმე, თანდაყოლილი თიაქარი ჰქონდა.

პორტალ „georgians.gr“-ის ინფორმაციით ნაყოფს, დედის მუცელში ოპერაცია 15 ივნისს, საავადმყოფო „Αττικόν“-ში ჩაუტარდა და ბერძენი ექიმების პროფესიონალიზმის წყალობით, ყველაფერი ბრწყინვალედ დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ექიმების ჯგუფს ზედამხედველობდა, ლონდონის „King’s College Hospital“-ის პროფესორი, რომელმაც 31 მაისს პირადად მოინახულა ქალი, რომელიც ამ ოპერაციისთვის ემზადებოდა.

ამ დროისთვის დედაც და ნაყოფიც თავს არაჩვეულებრივად გრძნობენ. ჩანს, რომ ბავშვი, მკურნალობაზე შესაბამისად პასუხობს და ექიმები მუდმივად ადევნებენ თვალყურს მის მდგომარეობას. 

დაგეგმილია საკეისრო კვეთა, ვინაიდან ქალის ბუნებრივი გზით მშობიარობა, რისკის შემცველად ითვლება.

ავტორი: რუსა ღვანიძე