თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი, მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, პირველად გამოჩნდა სატელევიზიო კამერების წინ. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო - „Фергана“.
24 ივლისს სოციალურ ქსელში „YouTube- ე გავრცელებულ რგოლში, თურქმენეთის ლიდერი მისთვის წარმოდგენილი ქალაქ აშხაბადის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების შესახებ საუბრობს და ხელის მკაცრი მოძრაობით, ხელისუფლების წებრებს მოუწოდებს. დედაქალაქის ადმინისტრაციის უფროსმა ხელმძღვანელმა შამუჰამეთ დურდილეევმა, აშხაბად-სითის მომზადებული პროექტებზე ისეუბრა, პრეზიდენტმა კი, სამგზავრო ტრანსპორტის გაჩერებების საკითხი შესახებ, რამდენიმე კომენტარი გააკეთა.
რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახურში, ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბერდიმუხამედოვმა უზბეკეთის პრეზიდენტს შავკატ მირზიოევს, ტელეფონით მიულოცა დაბადების დღე.
პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ პირველი ინფორმაცია, 20 ივლისის ღამეს „YouTube“- ზე გავრცელდა - ამ დრომდე, ის 15 დღის განმავლობაში არ გამოჩენილა. ინფორმაცია, მწერალ აკმუჰამედ ვერსაპაროვის მიერ გამოაქვეყნდა, რამაც მედიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მეორე დღეს, ევრაზიის პრობლემების მონიტორინგის ცენტრის დირექტორმა, პოლიტოლოგმა ასლან რუბაევმა ბერდიმუჰამედოვის გარდაცვალების შესახებ განაცხადა, მაგრამ იმავე დღეს, მან ბოდიში მოიხადა. მან აღნიშნა, რომ თურქმენეთის ლიდერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია იმავე წყარომ უარყო, რომელმაც თავდაპირველად გაავრცელა.
თურქმენული მედიის ცნობით, პრეზიდენტი 15 ივლისს შვებულებაში გავიდა. ამ დღეს ტელევიზიაში გავიდა რეპორტაჟი, თუ როგორ წერს წიგნს ბერდიმუჰამედოვი და თავისუფალ დროს, ოჯახთან ერთად ატარებს.
ქვეყნის პოლიტიკური ორგანოს სანდო წყაროს განცხადებით, რესპუბლიკის ხელმძღვანელი საზოგადოებაში არ ჩანს, რადგან დედის ავადმყოფბის გამო, გერმანიაში იმყოფება.