ყარაჯალაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

16:44 07-25-2019
43

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ახალი ასფალტის ორფენიანი საფარი 900 მეტრ მანძილზე დაიგება და მოეწყობა სანიაღვრეები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია - შპს სერპანტინი ასრულებს. ასევე, აღნიშნულ ქუჩაზე მოხდა ძველი, ამორტიზებული სასმელი წყლის ქსელის შეცვლა.