თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში, ყოფილი კულტურის სახლის ეზოში, თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე დაიწყო კემპინგის (ავტო, ველო და ქვეითი ტურისტების გასაჩერებელი ადგილის) მოწყობითი სამუშაოები. მიმდინარე სამუშაოები დღეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტებმა დაათვალიერეს. კემპინგის მოწყობით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია - შპს გია კონსტრაქშენი ასრულებს.