ცნობილი დიზაინერების დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანას, თურქეთის დედაქალაქ სტამბოლთან, ერთ-ერთ კუნძულზე უჩვეულო ვილა აქვთ.
ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების სტილის სახლი გარეგნულად, მეზობლად მცხოვრები ხალხის სტილისგან განსხვავებული არ არის,
მაგრამ მასში შესვლისთანავე, Dolce&Gabbana-ს ნათელი ფერების საოცარ სამყაროში გადადიხარ.
ცოტა ხნის წინ, დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ, საცხოვრებელი ვილა - 6.5 მილიონ ევროდ გასაყიდად გამოიტანეს.
მათი სახლი პატარა კუნძულ სტრომბოლზე, სიცილიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.
სავარაუდოდ, ეს ნაბიჯი დიზაინერებმა 3 ივლისს მომხდარი ე.წ. ვულკანის ძლიერ ამოფრქვევას შემდეგ გადადგეს.
235 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი სახლი, ტირენეის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს
.
ყველა ოთახი იტალიური ბრენდის ფერად გამებშია გაფორმებული და მნახველებს, სიცილის კოლექციაზე მიუთითებენ.
ვილაში, შვიდი საძინებელი და 9 სველი წერტილია, რომელიც გაფორმებულია „Dolce&Gabbana“-ს ფაბრიკაში დამზადებული ქსოვილებით,
ადგილობრივი ხელოსნების დეკორით და მაქმანიანი ფარდებით, რომელიც სიცილიის „სიამაყეს“ წარმოადგენს.
მფლობელების კიდევ ერთი სიამაყე - უზარმაზარი ტერასა ზღვის ხედით, სადაც დომენიკო და სტეფანო 90 წლებში,
დიდ მაგიდასთან ყველა მათ მეგობარს იწვევდნენ და ხმაურიან საღამოებს მართავდნენ.
შეგახსენებთ, რომ სტეფანო და დომენიკო, ხშირად ეპატიჟებოდნენ მეგობრებს საკუთარ ვილაში. მათ შორის იყვნენ - მადონა და ნაომი კემპბელი.