საფრანგეთში, გიგანტური დინოზავრის ორმეტრიანი ბარძაყის ძვალი აღმოაჩინეს - ვიდეო

11:48 07-26-2019
380

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში გიგანტური დინოზავრის ძვლები აღმოაჩინეს. 

width=600

 სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ფრანგმა პალეონტოლოგებმა გიგანტური დინოზავრის ბარძაყის ძვალი საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში აღმოაჩინეს, სადაც 2010 წლიდან დღემდე, რამდენიმე გიგანტური ცხოველის ნარჩენები იქნა აღმოჩენილი.  

width=600

სამეცნიერო კვლევების ჩატარბის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ანჟაკ-შარანტის მონაკვეთზე აღმოჩენილი ორმეტრიანი ბარძაყის ძვალი ბალახის მძოველ დინოზავრს მიეკუთვნება, რომელსაც გრძელი კისერი და კუდი ჰქონდა, რომელიც  იურიულ პერიოდში, დაახლოებით 140 მილიონი წლის წინათ, ფართოდ გავრცელებული იყო.

width=600

ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენაა. მე განსაკუთრებით გამაოგნა, დინოზავრის ბარძაყის ძვლის მდგომარეობამ. ეს ცხოველები, სავარაუდოდ, 40-50 ტონამდე იწონიდნენ,“ - ამბობს რელეან ალენი, პარიზის ეროვნული ისტორიული მუზეუმის პალეონტოლოგი. 

width=600

ალენის ინფორმაციით, 2010 წლიდან, საფრანგეთის ქალაქ კონიაკის მახლობლად მდებარე ტერიტორიაზე, აღმოჩენილია დაახლოებით 2500-ზე მეტი ძვალი,  რომლებიც 40-ზე მეტ სახეობას წარმოადგენენ, რაც ევროპის ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენაა.

 

ავტორი: რუსა ღვანიძე