ინდოეთში ბრინჯის პლანტაციაში, უცნაური ფორმის მეტეორიტი ჩამოვარდა.
„CNN“-ის ინფორმაციით, საეჭვო სახის მეტეორიტი, რომლის მოცულობა დაახლოებით, ფეხბურთის ბურთის ზომისაა, აღმოსავლეთ ინდოეთში, ერთ-ერთ სოფელში მდებარე ბრინჯის პლანტაციაში ჩამოვარდა.
სოფლის მცხოვრებლები და ფერმერები, აღმოსავლეთ ინდოეთის შტატში ჩამოვარდნილი მეტეორიტის კრატერის ირგვლივ შეიკრიბნენ, რომელიც ბიჰარში, სოფელ მაჰადევას ტერიტორიაზე დაეცა.
„ აღმოჩნდა, რომ ბიჰარში, სოფელ მაჰადევში ჩამოვარდნილ უცნაურ ქვას, რომელიც 13 კილოგრამს იწონიდა, მაგნიტური თვისებები გააჩნია,“ - ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.
,,
Nex
ფოტოგამოსახულებაზე ნათლად ჩანს, რომ სოფლის მცხოვრებლები, ტალახში, უზარმაზარი კრეტერის ირგვლივ არიან შეკრებილები, რომელიც სავარაუდოდ, ობიექტის ჩამოვარდნის შედეგია.
„ნამსხვრევები, ამჟამად ბიჰამის მუზეუმშია გამოფენილი, მაგრამამის შემდეგ, სავარაუდოდ, ანალიზისთვის, ბიჰარის საკრებულოს მეცნიერულ ცენტრს გადაეცემა, რომელიც დააადასტურებს, არის თუ არა ეს მეტეორიტი,“ - განაცხადა ბიჰარის მთავარმა მინისტრმა, ნიტიშ კუმარმა.
მიუხედავად იმისა, რომ ის, ჩვეულებრივი კლდის ნამსხვრევს ჰგავს, მეტეორიტები ხშირად მძიმეა და ზედაპირი დამწვარი აქვს, რომელიც ზოგჯერ ბრწყინავს - მათ ასევე, მაგნიტური თვისები გააჩნიათ.
მკვლევარებისთვის მეტეორატები დიდ ინტერესს წარმოადგენენ, რადგან მათი გამოკვლევა, მზის სისტემის ფორმირებისა და ევოლუციის გაგებაში დაგვეხმარება, - განაცხადა ცოტა ხნის წინ „Meteroid Office НАСА“-ს წარმომადგენელმა სტივენ ეჰლერტმა „CNN“-თან ინტერვიუში.
„NASA“-ს მონაცემებით, მეტეოროიდები ფაქტობრივად, კოსმოსური ქვებია - კოსმოსის ან ასტეროიდების ნამსხვრევების შედეგად მიღებული, რომელიც მზის სისტემის გარშემო მოძრაობს. ისინი გარდაიქმნებიან მეტეორებად ან ვარსკვლავებად და როცა ისინი დედამიწის ატმოსფეროში მოხვდებიან, იწვიან. მეტეორიტები კი, გაივლიან ატმოსფეროს და დედამიწის ზედაპირზე ეშვებიან.
რამდენიმე დღის წინ, მკაფიო ცეცხლოვანი ბურთი, რომელიც მთვარის კონკურენციისთვის იბრძოდა, სამხრეთი ონტარიოს და კვებეკის ცაზე გამოჩნდა. ექსპერტები ამბობდნენ, რომ მეტეორიტის ნამსხვრევი, რომელიც ცეცხლოვანი ბურთისგან წარმოიქმნა, სავარაუდოდ დედამიწის ზედაპირზე დაეცა.
შეგახსენებთ, რომ 2013 წელს, მეტეო აფეთქებამ, ურალის რეგიონი შეარყია - საცხოვრებელ ნაგებობებს ფანჯრები მოგლიჯა და კედლები ჩამოინგრა. აფეთქების შედეგად გამოწვეული ხმაური, მთელი რეგიონის მასშტაბით ისმოდა. რუსული წყაროს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავდა 1000-მდე ადამიანი.