მსოფლიოში ყველაზე მხცოვანი გორილა ტრუდი, 63 წლის ასაკში მოკვდა - ვიდეო

17:11 07-26-2019
434

არკანზასის Little Rock-ის ზოოპარკის მკვიდრი, დასავლეთ დაბლობის გორილა, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მხცოვანად მიიჩნევდნენ, 63 წლის ასაკში მოკვდა.

width=600

ზოოპარკის პრეს-სპიკერმა სუზენ ალტრუიმ განაცხადა, რომ რამდენიმე ხნის წინ, ზოოპარკის თანამშრომლებს, გორილა - სახელად ტრუდი, გალიაში მკვდარი დახვდათ.

 width=600

ალტრუი ამბობს, რომ ზოოპარკის ჩანაწერების მიხედვით, ტრუდი იყო ყველაზე მხცოვანი გორილა, ზოოპარკების და აკვარიუმების აკრედიტირებული ასოციაციის და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციის მიერ. მისი თქმით, შესაძლებელია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ აკრედიტირებულ ზოოპარკებს, ამ ასაკის გორილები კიდევ ჰყავდეთ.

არსებობს უამრავი მოგონებები, სიუჟეტები და ისტორიები ტრუდის შესახებ. ის, Little Rock-ის ზოოპარკის ოჯახის სანუკვარი წევრი იყო, - აქვეყნებს წერილობით განცხადებაში Little Rock-ის დირექტორი სუზან ალტრუი. 

width=600

ტრუდი და მამრობითი სქესის გორილა ოლი, 1988 წელს „Little Rock“-ის  ტერიტორიაძე ერთად მიიყვანეს. Kark- ის ინფორმაციით, ისინი არკანზასის შტატის პირველი გორილები იყვნენ.

ტრუდის ყოფილმა მეურვემ სიდ ტანერმა, მისი მამრობითი ჯგუფის წევრების გამო, სახელად ლედი ბოსი შეარქვა. ველურ ბუნებაში, ის ერთ-ერთი უკანასკნელი გორილა იყო. დღეს, ჩრდილოეთ ამერიკული გორილები, მხოლოდ ზოოპარკში იბადებიან.

მინდა გითხრათ, რომ, მის გარეშე ყველა ვწუხვართ. მოხარული ვართ, რომ აქ,  მისთვის ლამაზი სახლი გვქონდა, ძალიან დაგვაკლდები ჩვენო „ტკბილო გოგო“- აცხადებს ალტრუი.