ინდოელმა თანასოფლელებმა ვეფხვს სასიკვდილოდ სცემეს - ვიდეო

12:44 07-29-2019
2007

ინდოეთის ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებლებმა, ვეფხვი სასიკვდილოდ გაიმეტეს.

width=600

CNN-ის ინფორმაციით, ხელისუფლების განცხადებით, ჩრდილოეთ ინდოეთში, ქალაქ  დელის მაცხოვრებლებმა, ვეფხვს, მას შემდეგ სცემეს, რაც სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებელი დაგლიჯა.  

width=600

პორანპურეში ინციდენტის შესახებ, კაშევ ტივარიმ განაცხადა, რომ შემთხვევა დაცულ ტერიტორიაზე მოხდა.  

პოლიციამ, ოთხი ადამიანი დააკავა, ხოლო ადგილობრივი სატყეო დეპარტამენტის მიერ მკაცრი გაფრთხილება, 31 ადამიანმა მიიღო.

width=600

რამდენიმე დღის წინ,  სოციალურ ქსელში თავდასხმის ვიდეო გავრცელდა, სადაც სოფლის მაცხოვრებლები, ვეფხვს დიდი ხნის განმავლობაში ჯოხით სცემენ.  

width=600

ველური ბუნების მსოფლიო ფონდი იუწყება, რომ დედამიწაზე, 4000-მდე ვეფხვია დარჩენილი. მათი უმრავლესობა ინდოეთში ბინადრობს, სადაც ვეფხვის მოკვლას, შესაძლოა პატიმრობა მოჰყვეს.

width=600

ავტორი: რუსა ღვანიძე