თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით, 2019 წლის 15-25 ივლისს განხორციელდა კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი ,,არქეოლოგიური ბანაკი გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში“. პროექტში თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 26 მოსწავლე მონაწილეობდა, რომლებსაც ჩაუტარდათ ლექცია-სემინარები არქეოლოგიის შესახებ, საშუალება მიეცათ ჩართულიყვნენ გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებში და დაეთვალიერებინათ აჭარის მუზეუმები: • გონიო-აფსაროსის მუზეუმი; • ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი; • აჭარის ხ.ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნების მუზეუმი; • ლაზური ეთნოგრაფიული მუზეუმი; • ხელოვნების მუზეუმი.
პროექტის დასასრულს, გონიოს ციხის ტერიტორიაზე მოეწყო ,,რომაული გარნიზონის“ ყოფა-ცხოვრების ამსახველი წარმოდგენა. თელავის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს (ხელმძღვანელი ზაურ ახვლედიანი) არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსებზე, არქეოლოგიისა და საგანმანათლებლო განყოფილების უფროსს - ლაშა ასლანიშვილს თანადგომისა და მხარდაჭერისათვის.