ბენზინგასამართ სადგურებზე დიზელის საწვავის ხარისხს შეამოწმებენ

10:23 07-30-2019
115

გარემოს დაცვის დეპარტამენტმა ბენზინგასამართი სადგურების შემოწმება დაიწყო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

დიზელის საწვავში შემავალი ნივთიერებების შემოწმების მიზნით 120 სინჯის აღება მოხდება.

უწყების ინფორმაციით, შემოწმება კომპანიების წარმომადგენლების გაფრთხილების გარეშე მოხდება, ხოლო სინჯების ლაბორატორიულ კვლევას “ლევან სამხარაულის სახელობის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო” უზრუნველყოფს.

კვლევის შედეგად, დადგინდება დიზელის საწვავის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან მიმართებაში.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის მიწოდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით.