პოსტოპერაციული სისხლდენა და ძლიერი ინფექციები - მეცნიერებმა, ქირურგიული მკურნალობის ყველაზე საშიში ეტაპები გამოიკვლიეს

15:06 08-01-2019
125

მეცნიერებმა, ქირურგიული მკურნალობის ყველაზე საშიში ეტაპები გამოიკვლიეს.

პაციენტების უმრავლესობა, მკურნალობის ყველაზე საშიშ ნაწილად, ქირურგიული ოპერაციას მიიჩნევენ. ამასთან, დიდი საერთაშორისო კვლევის თანახმად, პაციენტების მცირე ნაწილი, რომლებმაც ვერ გადაიტანეს ოპერაცია, პირდაპირ საოპერაციო მაგიდაზე იღუპებიან.

width=600

ჯერჯერობით უცნობია ინფორმაცია, იმის შესახებ, თუ რომელი ეტაპის ქირურგიული მკურნალობა(თავად ოპერაცია, ოპერაციის ადრეული თუ გვიან ოპერაცია) უქმნის, ყველაზე დიდ საფრთხეს პაციენტებს.

სპეციალისტთა საერთაშორისო ჯგუფმა გაარკვია, თუ როდის და რა შემთხვევაში იღუპებიან ხშირად პაციენტები, ვისთვისაც ქირურგიული მკურნალობის მცდელობა ფატალურია.

მკვლევარებმა 2007 წლიდან 2013 წლამდე, 45 წლამდე ასაკის, 40 ათასი პაციენტის სამედიცინო ისტორია შეისწავლეს, რომლებსაც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, გარდა გულის ოპერაციისა. ექსპერტებმა, 28 სამედიცინო ცენტრის მონაცემებით ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაშის 14 ქვეყანაში, აზიაში, ევროპაში, აფრიკასა და ავსტრალიაში იმუშავეს.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ პაციენტთა 1.8%, კარდიოქირურგიული ოპერაციის შემდეგ, 30 დღის განმავლობაში გარდაიცვალა. პაციენტების მნიშვნელოვანი ნაწილის გარდაცვალების მიზეზები (45%), მასიური პოსტოპერაციული სისხლდენა, ძლიერი ინფექციები და გულის არანორმალური ფუნქციონირება გახდა.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილ პაციენტთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 0.7%,  უშუალოდ საოპერაციო მაგიდაზე, ხოლო 29%, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ გარდაიცვალა, როდესაც ისინი, სამკურნალოდ სახლში გაუშვეს.

”ყოველწლიურად, 45 წლის და უფროსი ასაკის, დაახლოებით 100 მილიონი ადამიანი, სხვადასხვა ქირურგიულ პროცედურას გადის. სტატისტიკის თანახმად, 1.8 მილიონი ადამიანი ოპერაციის შემდგომი გართულებების შემდეგ, 30 დღის განმავლობაში იღუპება. პრობლემა, საკმაოდ სერიოზული და აქტუალურია მთელ მსოფლიოში. ”- განმარტავს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, მაკმასტერის უნივერსიტეტის დოქტორი ფილიპ დივეროქსი(Philip Devereaux).

ავტორებს მიაჩნიათ, რომ ექიმებმა, მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ პაციენტების წინასაოპერაციო მომზადებას. მნიშვნელოვანია იდენტიფიცირება და, თუ ეს შესაძლებელია, აღმოფხვრას გულის პოსტოპერაციული პრობლემების რისკი და თავიდან აიცილოს ინფექციები. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პოსტოპერაციული სისხლდენის გამოვლენას და მკურნალობას. მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ  ოპერაციის შემდგომი პერიოდის განმავლობაში, ამ ზომების მიღების შემდეგ, შეძლებენ შეაჩერონ ადამიანებში სიკვდილიანობის რაოდენობა. 

width=500

”იმის გათვალისწინებით, რომ დაღუპულთა უმრავლესობა, რომლებმაც გულის კარდიოქირურგიული ოპერაცია წარმატებით გადაიტანეს, არა საოპერაციო მაგიდაზე, არმედ ქირურგიული ჩარევის შემდეგ დაიღუპნენ. ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის ხარისხის გაუმჯობესებამ, შესაძლებელია მნიშვნელოვნად შეამციროს სიკვდილიანობა,” - აღნიშნავს დივეროქსი, უნივერსიტეტის პრესრელიზში.

კვლევის შედეგები, სამედიცინო ჟურნალ „The Canadian Medical Association Journal“-ში გამოქვეყნდა.

ავტორი: რუსა ღვანიძე