გრიგოლ კობახიძის (ჯორჯ კობის) მშობლიურ სოფელი თხმორში, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, დაგეგმილია სახლ-მუზეუმის მოწყობა, რომელიც ტურისტულად ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი გახდება.
„აბა, მოემზადეთ ძალიან კარგი ამბისთვის. მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, სოფელ თხმორში, ცნობილი ქართველი გამომგონებლის გრიგოლ კობახიძის - იგივე ჯორჯ კობის მიერ სოფლისთვის შეძენილი მაღაზიის ნაგებობა დაათვალიერეს და აღნიშნულ ადგილზე, სახლ-მუზეუმის გაკეთებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.
გრიგოლ კობახიძის მშობლიური სახლი ამბროლაურის რაიონში, სოფელ თხმორში მდებარეობს. აღნიშნულ ადგილზე, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, დაგეგმილია სახლ-მუზეუმის მოწყობა, რომელიც ტურისტულად ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი გახდება.
შეგახსენებთ, რომ ჯორჯ კობის ფსევდონიმით ცნობილი რაჭველი გამომგონებელი,
იმ პიროვნებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებმაც სახელი მსოფლიო მასშტაბით მოიხვეჭეს და საკუთარი გამოგონებები, კომერციულად მომგებიანი გახადეს.
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტი - უდიდესი მადლობა, ეს პროექტი სოფელს ბევრ სიკეთეს მოუტანს“ - წერს სოციალურ ქსელში „თხმორი -Tkhmori“-ის ფეისბუქის გვერდის ადმინისტრაცია.
შეგახსენებთ, რომ გრიგოლ კობახიძე ამერიკაში მე-20 საუკუნის დასაწყისში დაფუძნდა და დიდი აღიარება მოიპოვა. თავდაპირველად, მან „ჯენერალ ელექტრიქსში“ დაიწყო მუშაობა, სადაც საწერი კალმები გააუმჯობესა, მათზე პატენტიც აიღო და საკანცელარიო მაღაზია გახსნა. მოგვიანებით, მასაჩუსეტსის შტატში დააარსა კომპანია „კობი გლეს პროდაქტსი“ და გახსნა მინის საწარმო ქარხანა. აღსანიშნავია, რომ გრიგოლ კობახიძის კომპანია იყო პირველი, რომელმაც ამერიკაში დაიწყო ნაძვის ხის მინის სათამაშოების წარმოება და ამით დიდ წარმატებას მიაღწია.