დედოფალი ელისაბედ II მოსკოვში, ოთხ საცხოვრებელ ბინას ფლობს - ვიდეო

16:04 08-02-2019
285

ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II  რუსეთის დედაქალაქის ცენტრში, ელიტურ უძრავ ქონებას ფლობს.

width=600

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი „Baza“ ავრცელებს.

ნათქვამია, რომ ოთხივე ბინა მოსკოვის ცენტრალურ უბანში - აბიდენსკის 1 შესახვევი, №10-ე სახლში მდებარეობს.width=600რეესტრის საბუთებში ბინის მეპატრონე მიუთითებს - მისი უდიდებულესობა დედოფალი, მმართველი კანადაში. 2002 წელს იყიდა სამი ბინა, მეორე კი - 2003 წელს.

width=600

ისინი განლაგებულია შენობის პირველ, მეორე და მეოთხე სართულზე. საერთო ღირებულებაა 540 მილიონი რუბლი, ხოლო საცხოვრებლის ფართობი 839 კვადრატული მეტრია.

 width=600

ამ ინფორმაციის შესახებ, კანადის საელჩომ კომენტარი გააკეთა. დოკუმენტებში ნახსენებია დედოფალი, რადგან ის ოფიციალურად არის სახელმწიფოს მეთაური. შენობა ეკუთვნის, ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნის საელჩოს. მთავრობის მართვის ფორმის მიხედვით, კანადა საკონსტიტუციო მონარქიას მიეკუთვნება. დედოფალი ელისაბედ II ითვლება ხელმძღვანელად, მაგრამ რეალურად, მინისტრთა კაბინეტს აკონტროლებს. 

width=600

თავად ელისაბედი, ამ საცხოვრებელ სახლში არასდროს  ყოფილა. ჟურნალისტების თქმით, ამ ბინებში დიპლომატიური განყოფილების თანამშრომლები ცხოვრობენ.

width=600

ელისაბედ II- ის ერთადერთი ვიზიტი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე 1994 წელს იყო. ეს, სამეფო ოჯახის მეთაურის პირველი მოგზაურობა იყო ინგლისურ-რუსული ურთიერთობების ისტორიაში. დედოფალი დიდ თეატრს ეწვია და მონაწილეობა მიიღო ვარვარკაზე „ძველი ინგლისური ეზოს“ მუზეუმის გახსნაში. დიპლომატიური პროტოკოლის თანახმად, ბრიტანეთის მონარქს, ოფიციალურად ეკრძალება ერთი და იგივე ქვეყნის ორჯერ მონახულება.

შეგახსენებთ,  მაისში ცნობილი გახდა, რომ ელისაბედ II -მ პროტოკოლი დაარღვია.