კალიფორნიის ვილა, რომელიც ადრე ლეგენდარულ მუსიკოს ჯორჯ მაიკლის საკუთრებაში იყო, 5.9 მილიონ დოლარად იყიდება.
ამ ეტაპზე, ჯორჯ მაიკლის ყველა გულშემატკივარს (რომლებიც, რამდენიმე მილიონი დოლარის მფლობელები არიან), შეუძლია იცხოვროს მისი კერპის მსგავსად, რომელიც ამ სახლში, შვიდი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.
სახლი, რომელიც სანტა-ბარბარას ბორცვებზე მდებარეობს, ულამაზესი ბუნებით და მსოფლიოში ცნობილი ადამიანების სახლებით არის გარშემორტყმული. ვილა, შესაძენად უკვე ხელმისაწვდომია.
ტერიტორია - არანაკლებ - 20 ათას კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული, ხოლო ორსართულიანი სახლი კი - 450 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
მას აქვს 5 საძინებელი, 6 სველი წერტილი და მისაღები ოთახი ბუხრით, რომელიც დაკავშირებულია სამზარეულოსთან.
მწვანე ბორცვების და წყნარი ოკეანეების ხედების ნახვა, სახლის თითქმის ნებისმიერი ადგილიდან არის შესაძლებელი - რომელსაც ფართო ფანჯრები და შუშის კარებები აქვს.
მეორე სართულზე არის ტერასაზე გასასვლელი, სადაც შეგიძლიათ ნატურალური წვენის ჭიქით ხელში, კომფორტულად მოთავსდეთ დივანზე და იფიქროთ მნიშვნელოვან საკითხებზე და მარადიულ ცხოვრებაზე.
აქ, ასევე განთავსებულია საცურაო აუზი, ჩოგბურთის კორტები, საუნა და პარკინგი - 25 მანქანაზე.