შოკისმომგვრელი კადრებიდან ჩანს, რომ ინდონეზიის კუნძულთან მომხდარი 7 ბალიანი მიწისძვრის შედეგად, საცხოვრებელი სახლები დაინგრა.
ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში, იმდენად ძლიერი ბიძგები იყო, რომ შენობა- ნაგებობები ერთ წუთში გაანადგურა, ხოლო შეშინებულმა მოსახლეობამ, საცხოვრებელი სახლები დატოვა.
აშშ-ს გეოლოგიური კვლევის (USGS) მონაცემებით, ძლიერი მიწისძვრა კუნძულ სუმატრაზე, შაბათს მოხდა.
უსაფრთხოების მიზნით, ასობით ადამიანი დროებით თავშესაფარში გადაიყვანეს, რადგან პანდეგლანგის შენობები თითქმის ერთ წუთში იშლებოდა.
ბუნებრივი კატასტროფების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა აგუს ვიბოვომ თქვა, რომ ოთხი ადამიანი, ბანტიენში, გაქცევის დროს დაიღუპა. დაშავდა კიდევ ოთხი ადამიანი.
მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქ ჯაკარტაში იყო. სატელევიზიო კადრებმა აჩვენა, რომ ქალაქში მუშები და მოსახლეობა სახლებიდან გარბის.
შეგახსენებთ, რომ ინდონეზია, სადაც 260 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მიდრეკილია მიწისძვრებისა და ვულკანური ამოფრქვევებისკენ, რადგან ის, წყნარი ოკეანის „ცეცხლოვან რგოლში“ მდებარეობს.