პრინცმა ჰარიმ ჰერცოგინიას, დედის სტატუსით პირველი დაბადების დღე საჯაროდ მიულოცა

16:11 08-05-2019
240

მეგან მარკლიმ, გუშინ, 38 წლის იუბილე აღნიშნა. ის მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან იღებს საჩუქრებს და მილოცვებს. მაგრამ მეგანს, პირველი და, ალბათ, ყველაზე მგრძნობიარე სიტყვები მეუღლემ, პრინცმა ჰარიმ მიუძღვნა.

გუშინ, Instagram- ის ოფიციალურ გვერდზე, პრინცმა, გულის ამაჩუყებელი პოსტი გამოაქვეყნა:   

„ვულოცავ დაბადების დღეს, ჩემს საოცარ მეუღლეს. გმადლობ, რომ ამ თავგადასავალში შემომიერთდი,” - წერს ჰარი.

პრინცი ჰარიმ, პოსტთან ერთად მეგანის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც გასული წლის ოქტომბერში, მაროკოში მათი სამეფო ტურში მოგზაურობის დროს არის გადაღებული.

width=600

ეს ის პერიოდია, როცა ჰერცოგი და ჰერცოგინია, მათი ცხოვრების დიდი მოგზაურობის დასაწყისი იყვნენ - მეგანი, დედობისთვის უკვე მზად იყო, სწორედ 12 ოქტომბერს, პრინცესა ევგენიას ქორწილში, მეგანმა მიიღო ინფორმაცია, რომ ორსულად იყო. პატარა არჩი, 2019 წლის 6 მაისს მოევლინა ამ ქვეყანას.  

width=600

დედის სტატუსით პირველი და განსაკუთრებული დაბადების დღე - მეგანმა, სავარაუდოდ, შოტლანდიის ციხესიმაგრეში - ბალმორალში აღინიშნება მეუღლესთან, მათ შვილთან არჩისთან და ელისაბედ მეორესთან ერთად. თუმცა, ჰარის თქმით, შეიძლებოდა, ყველაფერი სხვა სცენარის მიხედვით მომხდარიყო.

2017 წელს, როდესაც წყვილი პირველად შეხვდა ერთმანეთს, ჰარიმ საყვარელ ადამიანთან რომანტიკული საღამო და დაბადების დღე, ბოსტვანის ვარსკვლავური ცის ქვეშ მოაწყო. გასულ წელს, მეგანის 37 წლის იუბილეზე, წყვილი, პრინცი ჩარლის საუკეთესო მეგობრის - ვან სტრაუბენცის ქორწილში, მოულოდნელად გამოჩნდა.

ავტორი: რუსა ღვანიძე