ანტონიო ბანდერასმა პირველად აღიარა იმის შესახებ, თუ როგორ გადაურჩა გულის შეტევას. 58 წლის მსახიობი ამბობს, რომ ამ ინციდენტმა, მის ცხოვრებაში გარდამტეხი როლი შეასრულა.
ამ გაზაფხულზე ანტონიო ბანდერასმა კანის კინოფესტივალზე წარადგინა ფილმი ტკივილი და დიდება, რომელშიც მან მთავარი როლი შეასრულა და ამისთვის პრიზი -„ოქროს პალმა“ მიიღო. მაგრამ ცოტამ თუ იცოდა, რა გაიარა მსახიობმა, ჯერ კიდევ ორი წლის წინ.
2017 წელს, ბენდერასი ინფარქტის ნიშნებით, კლინიკაში გადაიყვანეს - ის, მორიგი ვარჯიშის შემდეგ, გულმკერდის არეში ტკივილს უჩიოდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გულის შეტევა იყო, თუმცა იმ დროს მსახიობმა და მისმა შეყვარებულმა, ნიკოლ კამპელმა, ეს ინფორმაცია უარყვეს.
პირველად, მსახიობმა პორტალ „The Sunday Times“- ს მისი ავადმყოფობის პერიოდში განვლილი, ემოციური გამოცდილება გაუზიარა - მას ახსოვს, რომ ამ მძიმე დღეებმა, მისი ცხოვრება საგრძნობლად შაცვალა:
„გარდამტეხი ფსიქოლოგიური მომენტი იყო. ამ შემთხვევამ, საგრძნობლად შემცვალა. მე, ისევე როგორც უამრავი ადამიანი, ვინც გულის შეტევას გადაურჩა, დავიწყე უფრო მეტი შრომა, დამემტკიცებინა, რომ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. ამიტომ, გადავწყვიტე უფრო საინტერესო ფილმების ნამუშევრების შექმნა“ - ამბობს მსახიობი.
ანტონიომ ასევე აღიარა, რომ მისი ცხოვრება არ იყო იდეალური და სრულყოფილი, მაგრამ ახლა ის საკუთარ თავს სხვებს, გულწრფელად დაუთმობს:
„შემდეგ წელს მე 60 წლის ვხდები და მივხვდი, რომ ცხოვრებაში დგება ის დრო, როდესაც გულწრფელი უნდა ვიყო. მე, ცხოვრებას საკუთარი შეცდომების მარაგით მივყვები და გამოსავალი არ არსებობს, მაგრამ ახლა, უკვე შემიძლია შეცვალო და უკეთესი ადამიანი გავხდე.
დაბოლოს, მსახიობმა რჩევები მისცა საკუთარ თავს და მის კოლეგებს, რომ „თქვენ არ უნდა იამაყოთ, თქვენი სახელით და სტატუსით და იცხოვროთ საკუთარ ციხესიმაგრეში, წინააღმდეგ შემთხვევაში, გუგულმა შეიძლება გადაგიფრინოთ, ამბობს ანტონიო.
ეს საშიშია. თქვენ იწყებთ ფიქრს, რომ განსაკუთრებული ხართ, მაგრამ ასე არ არის. რაც იგივე შეიძლება ითქვას დანარჩენებზე.
ალბათ, სწორედ არის მიზეზი, რომ ბანდერასი ხშირად სტუმრობს საკუთარ სამშობლოს - მალაგას და მონაწილეობს მრავალ ხალხურ დღესასწაულში, მათ შორის რელიგიურებში. როგორც ჩანს, ახლა ის თავს მშვენივრად გრძნობს და სპორტულ ცხოვრებას აგრძელებს.
ანტონიო ბანდერასი, ამ ეტაპზე ბრწყინვალე ფორმაშია - მიმდინარე წლის მაისში, კანის ფესტივალზე პოზირებდა.